გაკვეთილის თემა
|
„ბავშვობის დღეები“
|
მოსწავლეთა პროფილი
|
საბაზო საფეხური მე-9 კლასი. 12 მოსწავლე .ს.ს.მ. მოსწავლე არ არის.
|
თემატური ერთეულის აქტუალობა და მნიშვნელობა
|
|
მიზნები და შედეგები
|
გააზრებული კითხვის, მსჯელობისა და შეფასების უნარის განვითარება
მოსწავლეები შეძლებენ წაკითხულის კომენტირებასა და საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვას.
IX . 1.3
IX. 5,7
IX.11,12,13
|
წინარე ცოდნა
|
ტექსტის ანალიზი
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
ზეპირმეტყველების უნარი და აქტიურობა, ჩართულობა და თანამშრომლობინ უნარი
(დაკვირვებითა და ჩანიშვნებით)
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
გალაქტიონის ლექსები: „ბავშვობის დღეები“ და „მამული“ ფურცლები ,საწერკალმები,
პრეზენტაციის შეფასების სქემა, ორმხრივი ჩანაწერების დღიური, კომპიუტერი და მონიტორი.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
1.
მივმართავ
მოსწავლეებს გაიხსენონ რა ახსოვთ ყველაზე ნათლად ბავშვობიდან?
პასუხები
ჯგუფდება იმის მიხედვით რას უკავშირდება ეს მოგონება: ადგილს, კონკრეტულ ადამიანს
, განსაკუთრებულ შემთხვევას, ღირშესანიშნავ თარიღს და ა.შ.
ამის
სემდეგ მოსწავლეები იხსენებენ ადრე შესწავლილ თუ კლასს გარეთ წაკითხულ ნაწარმოებებს,
რომლებშიც ბავშვობისდროინდელი მოგონებებია აღწერილი და მსჯელობენ რას უკავშირდება
ამ ნაწარმოებებში აღწერილი მოგონებები.
2.ვაცნობ
მისწავლეებს გაკვეტილი თემას, მიზნებს , ვუჩვენებ სლაიდშოუს გალაქტიონის ბავშვობაზე და ვატარებ მინილექციას.
3.
ვურიგებ მოსწავლეებს გალაქტიონის ლექსებს „ბავშვობის დღეები და მამული.“ ვაძლევ კონკრეტულ
დავალებას.
.
გაეცნონ ლექსებს.
.
მონიშნონ ადგილები რომლებსიც პოეტი ბავშვობისდროინდელ
გარემოს აცოცხლებს.
.
განსაზღვრონ რა არის ამ ლექსებში ბავშვის თვალით დანახული და სად ჩანს უკვე მოზრდილი
ადამიანის თვალთახედვა.
.განსაზღვრონ
როგორი განწყობილებაა ლექსებში გამოხატული
და რა ქმნის ამ განწყობილებას.
.მონახონ
კავშირი მასწავლებლის მონათხრობსა და ამ ლექსებს შორის.
.
რამდენიმე წყვილი წარმოადგენს საკუთარ მოსაზრებებს ,სხვა წყვილები უსვამენ შეკითხვებს
პრეზენტატორებს და აფასებენ მათ პრეზენტაციას წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების
მიხედვით. ( იხ. დანართში 1.)
.
მოსწავლეები ხელახლა გადაიკითხავენ ლექსებს და ავსებენ ორმხრივი ჩანაწერების დღიურს.
( დანართი 2.)
|
კრიტერიუმები
|
1–2
|
3–5
|
6–7
|
8–10
|
ზეპირი პრეზენტაცია
|
შესავალი ტრაფარეტული
და უინტერესოა, საუბრობს დაბნეულად, დარღვეულია ლოგიკა, არა აქვს არგუმენტები, ვერ
ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან, უჭირს პასუხების გაცემა და არ აქვს გაკეთებული
დასკვნები.
|
ცდილობს აუდიტორიის
დაინტერესებას, მაგრამ ვერ იპყრობს ყურადღებას. თემა ნაწილობრივაა გასაგები, აკლია
ლოგიკურობა და არა აქვს არგუმენტები. დასკვნები ულოგიკო და გაუმართავია, აუდიტორიის
შეკითხვებზე არა აქვს სრულყოფილი პასუხები.
|
შესავალი საინტერესოდაა
მოწოდებული, თემა გასაგებია, მაგრამ ითხოვს დაზუსტებას. ძირითადად ლოგიკური და თანმიმდევრულია,
მაგრამ მკაფიოდ არ გამოყოფს ნაწილებს. არგუმენტები აქვს, მაგრამ აკლია ფაქტობრივი
მასალით გამყარება. დასკვნები ლოგიკურია, ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან და პასუხობს
თითქმის ყველა კითხვას.
|
შესავალი ეფექტური
და არა ტრაფარეტულია, თემა დამაჯერებელი, აზრი ლოგიკური და კარგად ჩამოყალიბებული,
არგუმენტი დამაჯერებელია და გამყარებულია ფაქტობრივი მასალით, დასკვნები ლოგიკური
და ორიგინალურია, ფლობს აუდიტორიას და ადეკვატურად რეაგირებს მის რეაქციებზე, ეფექტურად
იყენებს ვერბალურ და არავერბალურ ხერხებს.
|
საგაკვეთილო
პროცესში ჩართულობა
|
არ არის ჩართული,
ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრს, ვერ ახერხებს კონცენტრირებას, არ უსმენს და არ სცემს
პატივს სხვების აზრს.
|
ერთვება პერიოდულად,
იშვიათად გამოთქვამს საკუთარ აზრს, ცდილობსკონცენტრირებას, მაგრამ ხშირად ეფანტება
გონება, ყოველთვის არ უსმენს სხვების აზრებს, ან უსმენს, მაგრამ არ აქვს ადეკვატური
რეაქციები.
|
უსმენს სხვების
აზრებს და ცდილობს იყოს კორექტული.
|
ყურადღებით
ისმენს სხვების აზრს,აანალიზებს და კორექტულია.
|
ენობრივი უნარ–ჩვევები
|
ვერ აგებს სინტაქსურ
კონსტრუქ
ციებს და ვერ
იყენებს სასვენ ნიშნებს, არ არის დაცული ორთოგრაფიული წესები, არ არის გამოყოფილი
აბზაცები.
|
ნაწილობრივ
აგებს სინტაქსურ კონსტრუქციებს და იყენებს სასვენ ნიშნებს. გამოხატავს საკუთარ თვალსაზრისს,
ოღონდ არაგულწრფელია.
|
აგებს სინტაქსურ
კონსტრუქ– ციებს.იყენებს სასვენ ნიშნებს.მართებულად
გამოყოფს აბზაცებს მაგრამ ვერ გამოხატავს ემოციას.
|
იცავს მორფოლოგიურ,
ორთოგრაფიულ და სინ–
ტაქსურ წესებს.
შესაბამისი ლექსიკით გამოხატავს საკუთარ
ემოციას.
|
ორმხრივი ჩანაწერების დღიური
ადგილები რომლებიც
ყველაზე მეტად მომეწონა
|
კომენტარი
(რატომ მომეწონა)
|
No comments:
Post a Comment