Thursday, July 18, 2019
Tuesday, July 16, 2019
სსიპ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭრებალოს
საჯარო
სკოლის მასწავლებლის
თამარ
გოგოლაშვილის
პრაქტიკის კვლევა
თემაზე:
კრიტიკული
აზროვნების განვითარება ქართულ ენასა და
ლიტერატურაში საშუალო საფეხურზე
(მე-10 კლასის მაგალითზე)
2019 წელი
სარჩევი
შესავალი
კვლევის
ანგარიში ასახავს ჩემ მიერ განხორციელებულ პრაქტიკის კვლევას, რომელიც ჩავატარე სსიპ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს
საჯარო სკოლაში. სკოლაში ვმუშაობ 2000 წლიდან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
სწავლების პროცესში, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს მოსწავლეებში კრიტიკუალი
აზროვნების დაბალი დონე. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მისი პრაქტიკული
განხორციელების გზების ძიება.
2018-19
სასწავლო წელს, განვახორციელე პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევა, ჩემი მიზანი იყო ბავშვებში კრიტიკული აზროვნების განვითარება და
შესაბამისად სწავლების ხარისხის გაზრდა.
კვლევის პროცესში აქტიურად ვთანამშრომლობდი ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრებთან,
მათი დახმარებითა და გვერდში დგომით შევძელი დასახული მიზნის მიღწევა.
სიტუაციის
ანალიზი და
საკვლევი საკითხი
კრიტიკული
აზროვნება ერთ-ერთი უნარ-ჩვევაა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია აუწყო ფეხი 21-ე საუკუნის
გამოწვევებს და მიაღწიო წარმატებას. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი ადვილად აღწევს
ცხოვრებაში საკუთარი თავის რეალიზებას. უფრო მეტიც, მას შეუძლია წვლილი შეიტანოს უკეთესი
საზოგადოების ჩამოყალიბებაში. კრიტიკული აზროვნება, აზროვნების მაღალი დონეა და ვითარდება
მასწავლებლის დახმარებით.
21-ე
საუკუნეში, როცა ყველაფერი ავტომატიზირებული ხდება და ტექნოლოგიები სულ უფრო სწრაფი
ტემპით ანაცვლებენ ადამიანის შრომასა და საქმიანობას, წინა პლანზე გამოდის ის უნარები,
რასაც კომპიუტერი ვერ ანაცვლებს. სწორედ ასეთი უნარია კრიტიკული აზროვნება. მხოლოდ ინფორმაციის დამახსოვრება-დაგროვება არაა საკმარისი, მოსწავლეს უნდა შეეძლოს ამ ინფორმაციის დახარისხება , მნიშვნელოვნის გამორჩევა,
გაანალიზება და შესაბამისი დასკვნების გაკეთება. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი უფრო
მეტად შემწყნარებელია განსხვავებული აზრის მიმართ, ასეთი აზროვნება გვეხმარება გადაწყვეტილებების
მიღებაში და ზრდის ადამიანის ინტელექტუალურ
შესაძლებლობებს.
საქართველოს
ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს, შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და
ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი,
თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. ამასთან ერთად განათლების სისტემა უვითარებს
მოზარდს გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს,
აძლევს საჭირო ცოდნას, ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მოსწავლეებს უყალიბებს ლიბერალურ
და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას.
საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა , მუშაობს იმისთვის,
რომ მოზარდმა შეძლოს:
1.
ქვეყნის
ინტერესების, ტრადიციების და ღირებულებების დაცვა
2.
დამოუკიდებლად
ცხოვრება, გადაწყვეტილების მიღება
3.
იყოს
შემოქმედი და თავად შექმნას ღირებულებები
4.
განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები და მოახდინოს
საკუთარი თავის რეალიზება.
5.
იყოს
კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარი აზრის მკაფიოდ და დამაჯერებლად ჩამოყალიბება, საკუთარი
მოსაზრების დაცვა, დისკუსიაში დომინანტური პოზიციის დაკავება, თანატოლთა მოსაზრების გაანალიზება და შეფასება,
სხვისი აზრის პატივისცემა, ფაქტობრივი, ქვეტექსტური და კონცეპტუალური ინფორმაციის
ამოცნობა , ოპონენტის მოსმენა და კორექტურობის დაცვა, ყოველივე ეს ხელს უწყობს
მოზარდში კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას.
სხვა მასწავლებლების მსგავსად, მეც ვცდილობ, განუვითარო
მოსწავლეებს ეს უნარები და ხშირად ვიყენებ საგაკვეთილო პროცესში მიზნის მისაღწევ აქტივობებს და რესურსებს, ვატარებ
ასეთი ტიპის გაკვეთილებს და ვიკვლევ, ვაღწევ თუ არა ჩემი მუშაობით შედეგს.
ამჟამად, პრაქტიკის კვლევა გადავწყვიტე მეათე
კლასში, ანუ კვლევის სამიზნე ჯგუფია მეათე
კლასის მოსწავლეები. კლასში სწავლობს ცხრა მოსწავლე და მათ შორის არც ერთი არ არის
სსსმ. კლასი საშუალოდ მაღალი აკადემიური მოსწრებისაა და გამოირჩევა დისციპლინითა და
აზროვნებით.
ჩემ მიერ ჩატარებული პრაქტიკის კვლევა გამომდინარეობს
კლასის საჭიროებიდან. ეროვნული სასწავლო გეგმის
მიხედვით, საჯარო სკოლებში, მე-10 კლასში ისწავლება ძველი ქართული მწერლობა, ფაქტიურად,
მოსწავლეები და მათთან ერთად მასწავლებელი, ახალი სირთულეების და გამოწვევების წინაშე
დგებიან. გაკვეთილებზე დაკვირვებამ მიჩვენა, რომ მეათე კლასში, რეალურად არსებობდა
პრობლემა, რაც მდგომარეობს შემდეგში: მეათე კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე,
იკლო მოსწავლეთა მოტივაციამ და შესაბამისად სწავლების ხარისხმა. მოსწავლეებს უჭირდათ საკითხის სხვადასხვა კუთხით დანახვა, პრობლემის არსში ჩაძიება,
ალტერნატივათა ძიება და დასკვნების
გაკეთება, საკითხის კრიტიკული მიდგომის ნაცვლად ბავშვები პიროვნებების ან სიტუაციების
კრიტიკით შემოიფარგლებოდნენ, უჭირდათ კრიტიკული აზროვნებისთვის შესაფერისი კითხვების
დასმა და შესაბამისად პასუხების გაცემა. გაკვეთილები დღითი-დღე უფრო ინერტული და უინტერესო
ხდებოდა. მოსწავლეები ვეღარ გადიოდნენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე.
კერძოდ:
მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო
დისკუსიებში
.მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს
.მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს ადეკვატური დასკვნა
.იყენებს ფაქტებს და ციტატებს საკუთარი მოსაზრებების
გასამყარებლად
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების,
პუბლიცისტური თხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
.აკრიტიკებს ან იზიარებს ნაწარმოების პერსონაჟის ან
ავტორის შეხედულებებს
.მსჯელობს პრობლემაზე, რომელიც დაინახა თხზულებაში
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების
გაანალიზება.
.განსაზღვრავს ავტორის, მთხრობელის, პერსონაჟის პოზიციას
ან ხედვის კუთხეს, რაც განაპირობებს ნაწარმოებში წარმოდგენილი ამბის/კონფლიქტის/პრობლემის
ინტერპრეტაციას.
მოსწავლეს შეუძლია დაწეროს გამოხმაურება წაკითხულ წიგნზე
ან მხატვრულ ნაწარმოებზე
.წარმოადგენს პრობლემას, რომელიც დაინახა ნაწარმოებში,
აკრიტიკებს ან იზიარებს ავტორის თვალსაზრისს
.გამოხატავს პერსონაჟთა მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას
გადავწყვიტე აღნიშნული პრობლემა გამეცნო კათედრის წევრებისთვის. კათედრის წევრებთან შეხვედრებისა და კონსულტაციების
შედეგად დადგინდა, რომ სკოლა ამ პრობლემის წინაშე თითქმის ყოველ სასწავლო წელს დგება,
პრობლემის გამომწვევი ფაქტორები შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს, მაგ:
.დიდი მოცულობის ტექსტები
.ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის თავისებურებები
.ტექსტების ენობრივი სირთულე
საჯარო სკოლებში,
მოსწავლეებს ჯერ კიდევ დაწყებითი საფეხურიდან, კერძოდ, მე-5 კლასიდან აქვთ შეხება ძველი
ქართული ლიტერატურის შესანიშნავ ძეგლთან ,,ვეფხისტყაოსანი“, ბავშვები ყველა კლასში
სწავლობენ ნაწყვეტებს პოემიდან, თუმცა მათ თან რედაქტირებული ვარიანტები ახლავს, ამავე
დროს ნაწყვეტები მცირე მოცულობისაა. მე-10 კლასში, მოსწავლეები ძველი ქართული მწერლობის
ძეგლების სრულ ვერსიას სწავლობენ. ბავშვები აცნობიერებენ ძველი ქართული მწერლობის ეროვნულ-კულტურულ
მნიშვნელობას და მხატვრულ ღირებულებებს, მაგრამ უჭირთ მაღალ სააზროვნო
უნარებზე გასვლა, რაც შესაბამისად აისახება მათ განმსაზღვრელ შეფასებაზეც. არსებული
სიტუაციიდან გამომდინარე, კათედრის წევრებთან ერთად, განვსაზღვრე
კვლევის მიზანი:
მე-10 კლასში, მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარების
ხელისშემშლელი ფაქტორების დადგენა, შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება
და მიღწეული შედეგების შეფასება.
კათედრის წევრებთან კონსულტაციების შემდეგ შევხვდი სამიზნე
ჯგუფს, გავაცანი ჩემი გადაწყვეტილება, საკვლევი
საკითხის აქტუალობა და კვლევის ფარგლებში მოპოვებული პირადი მონაცემების კონფიდენციალურობა.
ლიტერატურის მიმოხილვა
კრიტიკული აზროვნების განვითარება სწავლების პროცესში
ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ამიტომ დამხმარე ლიტერატურა მოიცავს ყველა საჭირო
ინფორმაციას.
ქართველ ავტორთა მიერ შედგენილ მეთოდოლოგიურ წიგნში
,,როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება“ წერია: ,,მოსწავლე უნდა გასცდეს მასალის
უბრალო დამახსოვრება-გაზეპირებას. კერძოდ, მან უნდა შეძლოს ამ ცოდნის გაგება, გამოყენება,
ანალიზი, სინთეზი და ბოლოს შეფასება. ამ დროს
მოსწავლე, არა მხოლოდ ფლობს ინფორმაციას, არამედ მას შეუძლია ქმედება. საინტერესოა,
რომ რაიმეს სწავლა, სწორედ აზროვნების შედეგია, აზროვნების ამოქმედების დროს ადამიანი
გააზრებულად სწავლობს და ხდება უფრო გამჭრიახი. მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს ერთ-ერთი
ავტორის, სიმონ ჯანაშიას აზრით, კრიტიკული აზროვნება არ არის ერთი კონკრეტული უნარი,
არამედ არის, სულ სხვა უნარის გამოყენება იმისთვის, რომ იყო მრავალმხრივი, რაციონალურად
აწონ-დაწონილი გადაწყვეტილებებით. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პიროვნული განვითარებისთვის,
არამედ საზოგადოებისთვის. ეს არის უნარი, დავინახოთ მოვლენები მრავალი პერსპექტივიდან,
არ ვეძებოთ მარტივი პასუხები რთულ კითხვებზე. ეს არის შესაძლებლობა, რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ
მოსაზრებები, რომლებსაც არა აქვს რაიმე დასაბუთება ან მტკიცებულება, უნარი, დავინახოთ,
რომ ხშირ შემთხვევაში, რაიმე პრობლემის გადასაჭრელად არსებობს არა ერთი, არამედ რამდენიმე
პერსპექტივა,. კრიტიკული აზროვნება გვეხმარება, რომ ალტერნატივებს შორის ვიპოვოთ საუკეთესო
და არა ერთადერთი.(ს. ჯანაშია-,,როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება“)
განათლების
თანამედროვე ექსპერტები, სოფიო გიორგაძე და მანანა ბოჭორიშვილი, გზამკვლევში, ,,ვისწავლოთ
და ვასწავლოთ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება წერენ: ,,კრიტიკული აზროვნების უნარების დაუფლება
საშუალებას მოგვცემს შევიგრძნოთ ინტელექტუალური თავისუფლება. ეს თავისუფლება დაგვეხმარება
მივიღოთ უკეთესი აკადემიური შედეგები, სიამოვნებით ვისწავლოთ, უკეთ დავგეგმოთ ჩვენი
ცხოვრება და უკეთ ვემსახუროთ საზოგადოებას. კრიტიკული აზროვნება მოგვცემს საშუალებას,
რომ ვებრძოლოთ საზოგადოებაში არსებულ უსამართლობას. ხშირად ადამიანები, რომლებსაც არა
აქვთ შესაბამისი განათლება და კრიტიკული აზროვნების
უნარი, გენდერულ, სოციალურ თუ სხვა სახის უთანასწორობას ცხოვრების უცვლელ ნაწილად აღიქვამენ
იმის ნაცვლად, რომ დაფიქრდნენ, რატომ არის საზოგადოება ამგვარად მოწყობილი და ხომ არ
შეიძლება მისი შეცვლა და გაუმჯობესება. მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება
არის ერთ-ერთი პირობა იმისა, რომ ვიცხოვროთ უფრო სამართლიან და დემოკრატიულ საზოგადოებაში.(,,ვისწავლოთ
და ვასწავლოთ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება“-მანანა ბოჭორიშვილი, სოფიო გიორგაძე)
უამრავი სტატიაა გამოქვეყნებული ამ პრობლემაზე ჟურნალ
,,მასწავლებელში“, როგორც ავტორი, თამარ ტალიაშვილი წერს:,, უამრავმა საერთაშორისო
კვლევამ აჩვენა ბოლო ათი წლის განმავლობაში, რომ საქართველო წიგნიერების დონით, მსოფლიო
ქვეყნების ჩამონათვალის ბოლო ათეულშია. წიგნიერების დონე წაკითხული წიგნების რაოდენობით
არ განისაზღვრება, ჩვენ ვაკლებთ მოსწავლეებს
განათლების ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს-კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას.
კრიტიკული აზროვნების განვითარება უწყვეტი პროცესია, რაზეც ადამიანმა დაუსრულებლად
უნდა იზრუნოს.(ჟურნალი ,,მასწავლებელი“ 2013 წ .ნოემბერი)
აზროვნების სწავლება საკმაოდ ძველი იდეაა, ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში ბერძენი
ახალგაზრდები სწავლობდნენ მათემატიკასა და ფილოსოფიას აზროვნების გავარჯიშების მიზნით.
სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება ეროვნული სასწავლო
გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. ბოლო წლებში
დასავლეთის საგანმანათლებლო
სივრცეში სულ უფრო ხშირად საუბრობენ რთული სააზროვნო უნარ-ჩვევების-კრიტიკული აზროვნების,
შემოქმედებითი აზროვნებისა და რეფლექსიური აზროვნების-სწავლებაზე.
მოსწავლე უნდა გასცდეს მასალის უბრალო დამახსოვრება- გაზეპირებას, კერძოდ,
მან ცოდნის დაგროვებასთან (ინფორმაციის შენარჩუნება) ერთად, უნდა შეძლოს
ამ ცოდნის გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და ბოლოს, შეფასება. ამ დროს მოსწავლე, არა მხოლოდ ფლობს ინფორმაციას,
მას შეუძლია ქმედება. საინტერესოა, რომ რაიმეს სწავლა, სწორედ აზროვნების შედეგია.
აზროვნების ამოქმედების დროს, ადამიანი გააზრებულად სწავლობს და ხდება უფრო გამჭრიახი.
სხვა შემთხვევაში, მოსწავლე პასიურია და შესაბამისად,
მას უჭირს რაიმეს სწავლა.
გარკვეული სახით
მიწოდებული ინფორმაცია მოსწავლეს ეხმარება აზროვნების ამოქმედებაში. განათლების სპეციალისტი
დ. პერკინსის ,,თეორია ერთი“ განიხილავს ინფორმაციის მიწოდების იმ ფორმებს ,რომლებიც
ხელს უწყობს აზროვნების ამოქმედებას და, შესაბამისად ეფექტურ სწავლასა და სწავლებას.
ამ თეორიის მიხედვით, ადამიანი სწავლობს იმას, რის სწავლის ლოგიკური შესაძლებლობა და
მოტივაციაც აქვს. ,,თეორია ერთის“ მიხედვით, რაიმეს კარგად შემეცნება მოითხოვს შემდეგი
პირობების გათვალისწინებას:
1.ნათელი ინფორმაცია: მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების
განსაზღვრა
2.აზრიანი პრაქტიკა: აქტიური პრაქტიკა იმაში, რასაც
მოსწავლე სწავლობს.
3.გამოხმაურება:რჩევები და შეფასება, რათა მოსწავლემ
უკეთეს შედეგს მიაღწიოს
4.ძლიერი შინაგანი და გარეგანი მოტივაცია: დამაჯილდოებელი
აქტივობები ან დავალებები, რომლებიც თავისთავად
საინტერესოა მოსწავლისათვის ან ეხმარება მას სხვა მიზნების მიღწევაში.
,,თეორია ერთის“ საკლასო პრაქტიკაში გამოყენება გულისხმობს
მასწავლებლის მიერ მოსწავლისათვის ნათელი ინფორმაციის და შესაბამისი გამოხმაურების
მიწოდებას, აზრიანი პრაქტიკის უზრუნველყოფას, რაც აღძრავს მოსწავლის შინაგან და გარეგან
მოტივაციას. განათლების ფსიქოლოგების მიხედვით, ნათელი ინფორმაცია მოიცავს იმას, თუ
,,რა“, ,,როდის“ და ,,როგორ“ უნდა გაკეთდეს. ამ შემთხვევაში, მასწავლებელი თვალყურს
ადევნებს, რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა მიწოდებული ინფორმაცია. მათი შეცდომების ანალიზის
საფუძველზე, მასწავლებელი ცდილობს იპოვოს ის გზები, რომლების მოსწავლეებს დაეხმარება,
უკეთ გაიგონ მოცემული საკითხი.
,,თეორია ერთის“
ამოქმედებას ხელს უწყობს სწავლების შემდეგი მეთოდები: დიდაქტიკური, სოკრატული, პრაქტიკული
და სოციალური, რომლებიც ეხმარება მოსწავლეს აზროვნების აქტივაციაში.
დიდაქტიკური
მეთოდის გამოყენების დროს, ხდება ინფორმაციის მიწოდება დიალოგის ფორმით. მიზანი შეიძლება
იყოს სხვადასხვა: მოსწავლეების ინფორმირება, მათი ცოდნის გამომჟღავნება და დახვეწა.
დიდაქტიკური მეთოდით მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ნათელი და პასუხობდეს შემდეგ
კითხვებს: რა, რატომ და სად?
ამ დროს, ინფორმაციის გაცვლის პროცესში მოსწავლე და
მასწავლებელი ორივე მონაწილეობს და ერთად აგებს ცოდნას.
სოკრატული მეთოდის გამოყენების დროს, მასწავლებელი სვამს მხოლოდ პრობლემურ(და არა ინფორმაციულ) შეკითხვებს. (მაგ.
რას ფიქრობთ ამაზე?, რა განმარტებები გვჭირდება ამისთვის?), არ აწოდებს არანაირ ინფორმაციას
მოსწავლეებს. ამ დროს მასწავლებელი განიხილავს გამონაკლისებს და მარტივ იდეას ეჭვქვეშ
აყენებს. იგი არ აძლევს მოსწავლეებს ინფორმაციას, არამედ მათ სთხოვს აზროვნებას, რათა
ისინი დამოუკიდებლად მივიდნენ პრობლემის გადაწყვეტამდე. სოკრატული მეთოდის გამოყენება
შესაძლებელია დისკუსიით, დებატებით, პრობლემური შეკითხვების დასმით და სხვა. ზოგჯერ
მასწავლებელს მოჰყავს ფაქტები მოსწავლეთა მიერ
გამოთქმული მოსაზრებების საწინააღმდეგოდ, მაგრამ არ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, ხელს
უწყობს იმ პასუხების ეჭვქვეშ დაყენებას, რომელსაც გვაძლევენ სხვადასხვა ავტორიტეტები.
მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს,
თამამად თხზავენ ჰიპოთეზებს და ვერსიებს, აანალიზებენ ერთმანეთის არგუმენტებს.
კეთებით სწავლების, ანუ პრაქტიკის მეთოდის გამოყენების
დროს, ხდება ზუსტი ინსტრუქციის მიწოდება ექსპერიმენტის ან სიმულაციისთვის და არა ზუსტი
ინფორმაციის მიწოდება. იგი მიზნად ისახავს, მოსწავლეებმა შეასრულონ ისეთი ქმედებები,
რომლებიც ხელს უწყობს ცოდნის ფორმირებას.
პრაქტიკის დროს მასწავლებელი იყენებს გამოხმაურებას(უკუკავშირს),
რაც ხელს უწყობს იმას, რომ მოსწავლის პრაქტიკა იყოს აზრიანი და არა მექანიკური.
სოციალური (თანამშრომლობითი) სწავლების დროს, ხდება მოსწავლეთა დაჯგუფება. იგი
მიზნად ისახავს მოსწავლის ჩართვას თანამშრომლობაში, ერთობლივ ძალისხმევას დავალების
შესასრულებლად.(,,როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება.“ ეროვნული სასწავლო გეგმებისა
და შეფასების ცენტრი)
ამერიკელი პროფესორი, ამერიკული ლიტერატურის მასწავლებელი
დევიდ ქლუსთერი თვლის, რომ კრიტიკული აზროვნება ისეთი უნარია, რომელიც დაგვეხმარება
თავი გავართვათ 21-ე საუკუნის გამოწვევებს. მისი მეოხებით ღრმად ჩავწვდებით ყველაფერს,
რასაც ვსწავლობთ და ვაკეთებთ. ქლუსთერი კრიტიკული აზროვნების ხუთ ძირითად მახასიათებელს გამოყოფს:
1.კრიტიკული აზროვნება დამოუკიდებელი აზროვნებაა.
როცა
მეცადინეობა კრიტიკული აზროვნების პრინციპზეა აგებული, ყოველი მოსწავლე დამოუკიდებლად
ახორციელებს საკუთარი იდეის, შეფასების, მრწამსის
ფორმულირებას. ვერავინ იფიქრებს კრიტიკულად ჩვენ მაგივრად, ის ,,პიროვნული“
საზრუნავია. მოსწავლეს საკმარისი თავისუფლება უნდა ჰქონდეს, რათა იფიქროს და დამოუკიდებლად
გადაჭრას სხვადასხვა სირთულეების საკითხები. ქლუსთერს მაგალითად მოჰყავს სლოვაკეთის
ერთ-ერთი უნივერსიტეტის კურსანტები, ბავშვები უამრავ ინფორმაციას ფლობდნენ, უამრავი
რამ ჰქონდათ დამახსოვრებული ამერიკელი მწერლების, კერძოდ, უოლტ უიტმენის შესახებ. მათ იცოდნენ მწერლის ბიოგრაფია, მისი ყველა
ძირითადი ნაწარმოების სახელწოდება. მთელი ეს ცოდნა მათ წინამორბედი ლექტორისგან მიეღოთ.
საუბედუროდ, სტუდენტებს, მწერლის ნაწარმოებები არასოდეს წაეკითხათ, როცა სახელმძღვანელოების
ნაცვლად სტუდენტებს უიტმენის ლექსები შევთავაზე, მათ ახალი უნარების ათვისება დასჭირდათ.
პოეტური ტექსტის დამოუკიდებლად წაკითხვა და მასზე საკუთარი შეხედულების ფორმულირება
მოუხდათ. ამ დროს ყველა თავად წყვეტდა , რაზე
ეფიქრა. ამრიგად, კრიტიკული აზროვნების პირველი და უმთავრესი მახასიათებელი დამოუკიდებლობაა.
2.ინფორმაცია,
კრიტიკული აზროვნების ათვლის სათავეა და არა საბოლოო წერტილი, ცოდნა აღძრავს მოტივაციას,
რომლის გარეშეც კრიტიკული აზროვნება შეუძლებელია. როგორც იტყვიან, ,, ცარიელი თავით ძნელია იფიქრო“, ერთი ფასეული
აზრის ჩამოყალიბებაც კი აქტების, იდეების,
ტექსტების, თეორიების, მონაცემების-მთების გადამუშავებას მოითხოვს.
3.
კრიტიკული აზროვნება იმ საკითხთა დასმით, პრობლემათა განხილვით იწყება, რომელნიც გადაჭრას
მოითხოვს. ადამიანები თავიანთი ბუნებით ცნობისმოყვარენი არიან, ნამდვილი შემეცნებითი
პროცესი ყოველ ეტაპზე იმით ხასიათდება, რომ შემმეცნებელი პრობლემის გადაჭრისაკენ, მისივე
ინტერესებიდან და მოთხოვნილებებიდან წამოსულ კითხვებზე პასუხების ძიებისაკენ მიისწრაფვის.
კრიტიკული აზროვნების დაუფლების სირთულე ისიცაა,
რომ ის მრავალგვარ პრობლემათა დანახვასა და გარკვევაში უნდა დაეხმაროს მოსწავლეს. სწავლების
პროცესი უფრო წარმატებით წარიმართება, თუ მოსწავლე საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების
საფუძველზე შეძლებს ეკონომიკური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური და სხვა სახის პრობლემათა
ფორმულირებას, შემდეგ კი ეცდება, გადაჭრას ისინი მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით,
რომელსაც სკოლა შესთავაზებს. აქედან გამომდინარე, მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს მოსწავლეთა
წინაშე მდგარ პრობლემათა წრე, შემდეგ კი დაეხმაროს პრობლემის დამოუკიდებლად ფორმულირებაში. კრიტიკული
აზროვნების წყალობით, სწავლულთა რუტინული საქმიანობა მიზანმიმართულ, შინაარსიან ქმედებად
გარდაიქმნება, რომლის მიმდინარეობისას
მოსწავლეები რეალურ, ინტელექტუალურ სამუშაოს ასრულებენ და ცხოვრებისეული პრობლემების
გადაწყვეტამდე მიდიან.
4.კრიტიკული
აზროვნება მუდამ ისწრაფვის დამაჯერებელი არგუმენტაციისკენ. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი
პრობლემების მისეული გადაწყვეტის გზებს პოულობს და საკუთარ პოზიციას გონიერი, საფუძვლიანი
საბუთებით განამტკიცებს. ასევე, აცნობიერებს პრობლემის გადაჭრის სხვა გზებსაც და
ცდილობს დაამტკიცოს მის მიერ არჩეული გადაწყვეტილების ლოგიკურობა და რაციონალურობა.
5.კრიტიკული
აზროვნება სოციალური აზროვნებაა, როცა რაიმე აზრი საზიარო ხდება, საგულდაგულოდ მოწმდება
და გამოიწვლილება. როგორც ფილოსოფოსი
ანა არენდი წერს: ,,სრულყოფილება სწორედ სხვისი
თანხლებით მიიღწევა, ვინმესთან ერთად“. ამდენად,
პედაგოგები, რომლებიც კრიტიკული აზროვნების მიმართულებით წარმართავენ საქმიანობას,
ყოველთვის ცდილობენ, მეცადინეობებზე წყვილ და ჯგუფური მუშაობის ფორმები გამოიყენონ, დებატების,
დისკუსიის, მოსწავლეთა სხვადასხვა სახის წერილობითი პუბლიკაციების ჩათვლით. კრიტიკული
აზროვნების ჩემეული განსაზღვრების პირველ პუნქტში ვამბობდი, რომ ის დამოუკიდებელი აზროვნებაა,
ახლა კი, უკანასკნელ პუნქტში კრიტიკული აზროვნების სოციალური პარამეტრები გამოვკვეთე,
მაგრამ მათ შორის წინააღმდეგობა არ არის. საბოლოოდ, კრიტიკული აზროვნება ხომ სწორედ
საზოგადოებაში, გაერთიანებაში გამოიყენება და გაცილებით უფრო დიდ ამოცანებს წყვეტს,
ვიდრე ცალკეული პიროვნების ,,აშენებაა“. ამიტომაც, კრიტიკული მიმართულებით მომუშავე
პედაგოგები დიდ ყურადღებას უთმობენ აზრთა ნაყოფიერი გაცვლისათვის საჭირო უნარების:
მოთმინების, მოსმენის, საკუთარი შეხედულებებისადმი პასუხისმგებლობის განვითარებას.(დევიდ
ქლუსთერი. 2002-2004 წლებში გამოქვეყნებული სტატიების ანთოლოგია. ,,წიგნიერი“)
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პედაგოგიური
ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნატო დვალი, სტატიაში ,,კრიტიკული აზროვნების აუცილებლობა
სასწავლო პროცესში“ წერს: ,,მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკული და ლოგიკური აზროვნება განვასხვავოთ
ერთმანეთისგან, ძალიან ხშირად პედაგოგები ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას აიგივებენ
ერთმანეთთან. მართალია კრიტიკული აზროვნებისთვის აუცილებელია ლოგიკური მცდელობის უნარი,
მაგრამ კრიტიკული აზროვნება უფრო მეტია, ვიდრე ლოგიკური აზროვნება. ლოგიკური აზროვნების
დროს პრობლემა წინასწარვე არის ცნობილი, ხოლო კრიტიკული აზროვნების
დროს პრობლემა გამოსამჟღავნებელი და დასადგენია, ასევე კრიტიკული აზროვნების დროს შესაძლებელია
პრობლემის გადაჭრის რამდენიმე სწორი გზის პოვნა.
მაშასადამე, კრიტიკული აზროვნება ნიშნავს ცნობისმოყვარეობას,
გამოკითხვის სტრატეგიების გამოყენებას, შეკითხვების ჩამოყალიბებას და მათზე პასუხის
ძიებას. ის მოითხოვს ფაქტების არა მარტო დაფიქსირებას, არამედ მისი მიზეზებისა და შედეგების
გარკვევას. კრიტიკულ აზროვნებას მივყავართ გადაწყვეტილებამდე რა ვირწმუნოთ და რა არა.
კრიტიკული აზროვნება გონებაში ინფორმაციის შესვლასთან ერთად იწყება და ამ ინფორმაციისადმი
პიროვნული პოზიციის გამომუშავებით სრულდება.
ესაა აზროვნების ფორმა, რომელიც საკითხის სხვადასხვა პრიზმაში დანახვას, ალტერნატივათა
აწონ-დაწონვასა და გაჩერებას გულისხმობს. ესაა საკითხისადმი არაერთჯერადი და არაერთგვაროვანი
მიდგომა, შეკითხვების გზით პრობლემის არსში ჩაძიება, ფიქრი და განსჯა საშუალებათა შესახებ,
რაც ოპტიმალური გადაწყვეტილების წინაპირობაა.
მოსწავლეს საკმარისი თავისუფლება უნდა ჰქონდეს, რათა იფიქროს და დამოუკიდებლად
გადაჭრას სხვადასხვა სირთულეების საკითხები.
კრიტიკული
აზროვნების დახმარებით ხდება არსებული ფაქტების, მსჯელობათა და წარმოდგენების ხელახალი
გააზრება, დასაბუთებული დასკვნის გამოტანის მიზნით. მაშასადამე, კრიტიკული აზროვნების
დროს არსებითია არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების მოძიება, მთლიანი სიტუაციის გაანალიზება
და, შესაბამისად, არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დასკვნის გაკეთება. კრიტიკულ
აზროვნებას ასევე უწოდებენ ლოგიკურ ან ანალიტიკურ აზროვნებას.
როგორც ვხედავთ, აღნიშნული ცნების განმარტება მრავალნაირად
შეიძლება, თუმცა ყველა მათგანს აერთიანებს ერთი რამ: რთული საკითხების გადაჭრისთვის
ეფექტური გზების მოძებნის საჭიროება.
მომავალში მოსწავლეებს ხშირად მოუწევთ პრობლემების
გადაჭრის უნარებზე დაყრდნობა, ფაქტიურად, ჩვენს საუკუნეში ცხოვრება და მუშაობა პრობლემების
გადაჭრის სინონიმია. (ჟურნალი ,,მასწავლებელი“-
,,აზროვნების
ექვსი ქუდის“ ავტორი მაია ფირჩხაძე გვთავაზობს კრიტიკული
აზროვნების განვითარების ზოგიერთ ტექნოლოგიასა და სტრატეგიას.
,,ვინაიდან კრიტიკული აზროვნება ნეგატიურ განხილვას ან უსაფუძვლო კრიტიკას კი არა,
ამა თუ იმ საკითხისადმი გონივრულ მიდგომას გულისხმობს, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანისათვის
ინფორმაციის გაგება ძირითად საყრდენ წერტილს წარმოადგენს და არა სწავლების დამამთავრებელ
ეტაპს. ეს პროცესი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც მოსწავლის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია,
მისი სააზროვნო პროცესები ტექსტის გაცნობისთანავე ,,ჩაირთოს“, ამიტომ მასწავლებელმა უნდა მოახერხოს გაკვეთილის დასაწყისშივე ისეთ აქტივობათა
გამოყენება, რომლებიც აქტიური გონებრივი მუშაობისკენ უბიძგებს მოსწავლეებს.
ამგვარ
ტექნოლოგიებს შორის გამოიკვეთება კრიტიკული აზროვნების განვითარება კითხვისა და წერის
საშუალებით (მეთოდის ავტორები-ჯ.სტილი, კ.მერედიტი, ჩ.ტემპლი)
ტექნოლოგიის
,,კრიტიკული აზროვნების განვითარება კითხვისა და წერის საშუალებით“ მოდელი მოიცავს
სამ ეტაპს, რომლებიც ადამიანის მიერ გარე სამყაროს აღქმის სტადიებს შეესაბამება:
1.გამოწვევა,
მოტივაცია-მისი გამოყენება ყოველ გაკვეთილზეა აუცილებელი. იგი საშუალებას გვაძლევს;
ა)მოვახდინოთ
მოცემულ თემაზე ან პრობლემაზე მოსწავლის ცოდნის აქტუალიზაცია და განზოგადება.
ბ)გამოვიწვიოთ
შესასწავლი თემის მიმართ მოსწავლის ინტერესი, გავზარდოთ სასწავლო მოღვაწეობისადმი მისი
მოტივაცია.
გ)გავუღვივოთ
მოსწავლეს აქტიური მუშაობის სურვილი არა მარტო გაკვეთილზე, არამედ შინ.
2)გააზრება-საშუალებას
აძლევს მოსწავლეს:
ა)მიიღოს ახალი ინფორმაცია
ბ)გაიაზროს იგი
გ)შეუთანხმოს უკვე არსებულ ცოდნას
3)რეფლექსია-აქ
მთავარია:
ა)მიზანმიმართული გააზრება, მიღებული ინფორმაციის
განზოგადება
ბ)ახალი ცოდნის, ახალი ინფორმაციის ათვისება
გ)თითოეული მოსწავლის მიერ საკუთარი დამოკიდებულების
ჩამოყალიბება
შესასწავლი მასალის მიმართ.
ეს მეთოდები მასწავლებლებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს,
მათ თითქმის ყველა იყენებს, მაგრამ სხვა სახელით. მაგალითად, ნაცვლად ტერმინისა ,,გამოწვევა, მოტივი“, უფრო ხშირად გამოიყენება
,,პრობლემის შესავალი“, ანდა ,,მოსწავლის ცოდნისა და გამოცდილების აქტუალიზაცია“, ,,გააზრება“ გაკვეთილის ის ნაწილია, რომელიც ახალი
მასალის შესწავლას ემსახურება. ტრადიციულ გაკვეთილზე გვხვდება მესამე სტადიაც-მასალის
განმტკიცება და შეფასება.
სიახლის ელემენტებს ის მეთოდური მიდგომები შეიცავს,
რომლებიც აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებისას ორიენტირებულია თითოეული მოსწავლის თავისუფალი
პიროვნული განვითარებისთვის პირობების შექმნაზე--ამ ტექნოლოგიის გამოყენების დროს გაკვეთილის
თითოეულ სტადიაზე მიმართავენ შესაფერის მეთოდურ სტრატეგიებს, რომლებიც ხელს უწყობს
თემისადმი ინტერესის გაზრდას და მასალასთან უშუალო მუშაობას.
ტექნოლოგია ,,კრიტიკული აზროვნების განვითარება კითხვისა
და წერის საშუალებით“ მოიცავს უამრავ სტრატეგიას,
რომლებიც ხელს უწყობს გააზრებულად სწავლებას და აღზრდას, აზროვნების სისხარტეს, ლოგიკურობას,
კრიტიკულ გააზრებას, საკუთარი და სხვისი აზრისადმი პატივისცემას, რომელთა გამოყენებით
გაკვეთილი გაცილებით სასიამოვნო, საინტერესო, მრავალგვარი და ცოცხალია“
(მასწავლებლის წიგნი-სოფიკო ლობჟანიძე, მაია ფირჩხაძე)
,,ფსიქოლოგთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მასწავლებელს
არ შეუძლია მოსწავლეს უშუალოდ გადასცეს ცოდნა. მოსწავლემ თვითონ უნდა ააგოს ცოდნა გონებაში.
მასწავლებელი მას მხოლოდ ეხმარება ცოდნის აგებაში. ამისათვის მას შეუძლია გამოიყენოს
სწავლების ისეთი მეთოდები, რომლებიც ახალ ინფორმაციას საინტერესოს და მნიშვნელოვანს
გახდის; მისცეს მოსწავლეებს ცოდნის აღმოჩენისა და ახალი იდეების განხორციელების შესაძლებლობა
და ასწავლოს მათ სწავლის ეფექტური სტრატეგიების
გამოყენება. მასწავლებელს შეუძლია აჩვენოს მოსწავლეებს გზა, რომელიც მათ სამყაროს უკეთ
შეცნობაში დაეხმარება, მაგრამ ამ გზის გავლა უკვე მოსწავლეების პასუხისმგებლობაა.
სწავლის თეორიებს, რომლებიც სწავლას განსაზღვრავენ,
როგორც გამოცდილებიდან ცოდნის აგებას, სწავლის კონსტრუქტივისტული თეორიები ეწოდება. მისი ძირითადი პრინციპი ის არის,
რომ მოსწავლეებმა თვითონ უნდა ააგონ ცოდნა სამყაროს შესახებ.
თანამედროვე კონსტრუქტივისტული აზროვნება მნიშვნელოვნად ეფუძნება
პიაჟეს და ვიგოტსკის ნაშრომებს. ვიგოტსკი ხაზს
უსვამს სწავლების სოციალურ ხასიათს. სხვა ადამიანებთან თანამშრომლობის დროს, ბავშვები
იძენენ ისეთ ცოდნას, რომლის შეძენას ისინი დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ. საკლასო ოთახში
ცოდნის სოციალურად აგება მოიცავს მოსწავლეებისა და მასწავლებლის ერთობლივ, აქტიურ მუშაობას, რომელიც ახალი ინფორმაციის და მოვლენების უკეთ გაგებას ისახავს მიზნად. ერთობლივი
სასწავლო პროექტების შესრულება მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, თანატოლებთან ერთად
განიხილონ ახალი ინფორმაცია და ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარონ. აგრეთვე,
ჯგუფებში მუშაობა მათ შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ თანატოლების განსხვავებულ შეხედულებებს,
შეეკამათონ და გამოიწვიონ ერთმანეთი. ვიგოტსკის და პიაჟეს მიაჩნიათ, რომ ასეთი კამათი
და დისკუსია აუცილებელია, რათა მოსწავლეები კოგნიტურად განვითარდნენ.
·
მიეცით
მოსწავლეებს ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა, ეს მათ სამყაროს დამოუკიდებლად
აღმოჩენაში დაეხმარება.
·
დაეხმარეთ მოსწავლეებს სხვადასხვა ცნებისა და პრინციპის ერთმანეთთან
ლოგიკურად დაკავშირებაში. რაც უფრო კარგად გაუკეთებენ ისინი ცოდნას ორგანიზებას,
მით უფრო ეფექტურად გამოიყენებენ მომავალში სასწავლო მასალას.
·
ჩართეთ
მოსწავლეები საკლასო დისკუსიებში. მიეცით მათ შესაძლებლობა წყვილებში და ჯგუფებში მუშაობის,
ზოგადად მოსწავლეები უფრო ეფექტურად და სწორად იმახსოვრებენ ახალ ცნებებს,იდეებს
და გამოცდილებებს, როცა მათ ახალი მასალის სხვა ადამიანებთან განხილვის შესაძლებლობა
ეძლევათ.
·
მიეცით
მოსწავლეებს ისეთი დავალებები, რომლებიც რეალურ
სამყაროსთან არის დაკავშირებული
დაეხმარეთ მოსწავლეებს თეორიების აგებაში:
·
წააქეზეთ
მოსწავლეები დასვან რატომ? და როგორ? კითხვები და პასუხი გაეცით მათ კითხვებზე.
·
სთხოვეთ
მოსწავლეებს იწინასწარმეტყველონ, თუ რა მოხდება
საკლასო ექსპერიმენტის ჩატარების დროს?
·
გამოიყენეთ
ანალოგიები იმისთვის, რომ მოსწავლეებს დაეხმაროთ
ახალი ცნებები, იდეები და მოვლენები არსებულ ცოდნას დაუკავშირონ.
·
მიეცით
ფიზიკური და სიმბოლური მაგალითები, რომლებიც ახალი საგნის ან მოვლენის ძირითად დამახასიათებელ
თვისებებს მოიცავს.
·
სთხოვეთ
მოსწავლეებს დაფიქრდნენ ახალ მასალაზე და იგი ადრე შეძენილ ცოდნას და გამოცდილებას
დაუკავშირონ.
·
მასალის
ახსნის დროს გაითვალისწინეთ მოსწავლეთა კოგნიტური განვითარების დონე.“
პიაჟე ბავშვთა კოგნიტური განვითარების ოთხ სტადიას გამოყოფს და თითოეულზე
მუშაობის თავისეულ სტრატეგიას გვთავაზობს. მისი აზრით,12 წლიდან მოზრდილ ასაკამდე(ფორმალუროპერაციულ
სტადიაზე) ბავშვებს შეუძლიათ, ლოგიკურად იაზროვნონ არამარტო კონკრეტულ და რეალურ, არამედ
ჰიპოთეზურ, აბსტრაქტულ და არარეალურ საგნებთან და მოვლენებთან დაკავშირებით. ამ პერიოდში
მათ ძალიან იდეალისტური შეხედულებები უყალიბდებათ სოციალურ, პოლიტიკურ და ეთიკურ საკითხებთან
დაკავშირებით. მათ შეუძლიათ იმსჯელონ ისეთ სიტუაციებზე და გარემოებებზე, რაც თვითონ
არ გამოუცდიათ. პიაჟე გვაძლევს რჩევებს და რეკომენდაციებს, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ
სწავლების პროცესში:
·
წამოაყენეთ
პრობლემა და სთხოვეთ მოსწავლეებს, ჩამოაყალიბონ მისი გადაჭრის ჰიპოთეზური გზები.
·
წამოაყენეთ
პრობლემა და მისი გადაჭრის რამდენიმე გზა. შემდეგ ჰკითხეთ მოსწავლეებს შეაფასონ თითოეული
ალტერნატივა.
·
სთხოვეთ
მოსწავლეებს დაასაბუთონ თავიანთი დასკვნები.
ჰკითხეთ: რა ნაბიჯი გაიარა ეს პრობლემა რომ გადაეჭრა?
·
შეადგინეთ
პროექტები და გამოკვლევები, რაც შეიძლება რომ მოსწავლეებმა განახორციელონ. პერიოდულად
ჰკითხეთ, თუ როგორ აგროვებენ და აანალიზებენ მონაცემებს და ინფორმაციას.
პიაჟეს თეორიის გამოყენება სასწავლო პროცესში
1.
ყურადღება
გაამახვილეთ მოსწავლეთა აზროვნების პროცესებზე და არა მის შედეგებზე. (მასწავლებლებმა
მხოლოდ მოსწავლეების პასუხები კი არ უნდა შეამოწმონ, არამედ უნდა იცოდნენ, თუ რა გონებრივი
პროცესები გამოიყენეს ბავშვებმა ამ პასუხების მისაღებად. მასწავლებელს მხოლოდ მაშინ
შეუძლიათ შესაფერისი სასწავლო სიტუაციები შეუქმნან ბავშვებს, როცა ესმით, თუ რა მეთოდებს
იყენებენ ბავშვები კონკრეტული დასკვნების გამოსატაად.)
2.
გააცნობიერეთ,
რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინიციატივა და აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში.(ნაკლები
ყურადღება გაამახვილეთ ცოდნის/მასალის პირდაპირ მიწოდებაზე და მიეცით ბავშვებს შესაძლებლობა,
თვითონ გააკეთონ აღმოჩენები გარემოსთან უშუალო ურთიერთობის საშუალებით. გამოიყენეთ
მრავალფეროვანი აქტივობები, რაც ბავშვებს უშუალოდ ფიზიკურ სამყაროსთან ურთიერთობის
შესაძლებლობას მისცემს)
3.
გააცნობიერეთ,
რომ მოსწავლეთა განვითარების ტემპები განსხვავებულია და გაითვალისწინეთ ეს განსხვავება
სასწავლო პროცესში(მასწავლებელმა სასწავლო დავალებები და სავარჯიშოები ცალკეული მოსწავლეებისთვის, ან
მოსწავლეთა პატარა ჯგუფებისთვის უნდა დაგეგმოს და არა მთელი კლასისთვის. გარდა ამისა,
მოსწავლეთა შეფასება უნდა მოხდეს თითოეული ბავშვის ინდივიდუალური განვითარების პროგრესის
გათვალისწინებით, და არა ნორმატული სტანდარტით,რომელიც ბავშვის მიღწევებს მისივე ასაკის ან კლასის ბავშვების
მოსწრებას ადარებს“.)
(დამხმარე სახელმძღვანელო-,,განვითარებისა და სწავლების
თეორიები“ 2008წლის გამოშვება)
რთულია მრავალფეროვანი
სტრატეგიებიდან და ტექნოლოგიებიდან შეარჩიო
ის კონკრეტული, რომელიც მოსწავლეს შემოქმედებითი საქმიანობისკენ და დამოუკიდებელი აზროვნებისკენ
უბიძგეს, ამიტომ მუდმივად გვჭირდება მიდგომებისა და აქტივობების ცვლა.
საკვლევი საკითხის
შესწავლა და
კვლევის მეთოდები
კვლევის მთავარ
კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩამოვწერე ქვეკითხვები:
1.როგორ, რა მეთოდებით დავძლიოთ არსებული პრობლემა?
2.როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების
აღქმა-გააზრებაში, მიღებული ინფორმაციის დახარისხებაში?
3.როგორ დავგეგმოთ გაკვეთილები კრიტიკული აზროვნების
განვითარების მიზნით და როგორ შევაფასოთ მოსწავლეთა შედეგები?
4.როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში
დასვან კრიტიკული შეკითხვები და საკითხი ობიექტურად შეაფასონ?
5,როგორ შევარჩიოთ რესურსები, როგორ რესურსებს მივანიჭოთ
უპირატესობა?
შევიმუშავე კვლევის გეგმა. მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე, როგორც
რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი მონაცემების მეთოდები: დიაგნოსტიკური ტესტირება, კითხვარები,
ფოკუსჯგუფი და გაკვეთილზე დაკვირვება.
განხორციელების ვადები
1
|
დიაგნოსტიკური
ტესტი
|
თებერვალი
|
2
|
კითხვარი მასწავლებლებისთვის
|
თებერვალი
|
3
|
ფოკუსჯგუფი
|
თებერვალი
|
4
|
გაკვეთილზე დაკვირვება
|
მარტი
|
5
|
მონაცემთა ანალიზის
შეგროვება
|
მარტი
|
6
.
.
.
.
.
.
.
.
.
7
|
ინტერვენციები
სამიზნე ჯგუფთან
შეხვედრა
პროექტი,,ჩემი
ვეფხისტყაოსანი“
კრიტიკული აზროვნების
განვითარება კითხვისა და წერის საშუალებით
,,სინქვეინი“
პრობლემური სიტუაციების
შექმნა
კითხვებად ქცეული
გაკვეთილი
ცხოვრების რუკა
კვლევა
დისკუსია
კვლევის პრეზენტაცია
|
მარტი
მარტი
კვლევის მანძილზე
კვლევის მანძილზე
კვლევის მანძილზე
კვლევის მანძილზე
კვლევის მანძილზე
მაისი
კვლევის მანძილზე
ივნისი
|
·
დიაგნოსტიკური
ტესტირება ჩატარდა
მე-10 კლასის მოსწავლეებთან, მისი ჩატარების მიზანი იყო გამერკვია, უჭირთ თუ არა მოსწავლეებს
ტექსტის გაგება.(დანართი 1) დიაგნოსტიკურ ტესტზე მუშაობა მიმდინარეობდა ინდივიდუალურად,
მოსწავლეებმა ტესტი განსაზღვრულ დროში დაასრულეს
და შედეგებმა აჩვენა, რომ არც ერთ მოსწავლეს არ უჭირს ტექსტის გაგება. ცხრა მოსწავლიდან: ორმა მიიღო შეფასება 9 ,
ერთმა- 8ქულა, სამმა- შეფასება 7, სამმა მოსწავლემ -6 ქულა
·
ფოკუსჯგუფში მონაწილეობდა
ექვსი მასწავლებელი, მისი მიზანი იყო დაგვედგინა, რამდენად უვითარებენ მასწავლებლები
მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების უნარს, რა მეთოდებს და რესურსებს იყენებენ ამისთვის და როგორ აფასებენ მიღებულ შედეგს.
ეფექტურია თუ არა მათი
მეთოდები და რესურსები სწავლების ყველა საფეხურზე,
სად ხედავენ ამ კუთხით სირთულეებს და რას აკეთებენ პრობლემის დასაძლევად.
ფოკუსჯგუფში მონაწილე მასწავლებლები აცხადებდნენ, რომ მათ აქვთ
შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, ინტენსიურად მუშაობენ მოსწავლეებში კრიტიკული უნარების
განვითარების კუთხით, სწავლების პროცესში იყენებენ ეფექტურ სტრატეგიებს, მაგრამ მეათე კლასში სწავლების პროცესში მათაც ექმნებათ
სირთულეები. საგაკვეთილო პროცესში უმეტეს შემთხვევაში სასწავლო აქტივობები შემოიფარგლება
ნაწარმოების შინაარსის დამუშავებით, ისტორიულ-კულტურული მოცემულობის მწირი მიმოხილვით,
პერსონაჟთა დახასიათებით და სხვა აქტივობებით.
მოსწავლისთვის შეთავაზებული სავალდებულო ჩამონათვალი
კი მკვეთრად აღემატება მათი შესწავლისთვის
გამოყოფილ დროს და შესაბამისად ვეღარ ახერხებენ მაღალ სააზროვნო უნარებზე გასვლას,
როგორიცაა მსჯელობა საკვანძო საკითხებზე, ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და თანამედროვე
აქტუალურ პრობლემებთან წაკითხულის დაკავშირება. დიდი პროგრამისა და მცირე დროის გამო,
მოსწავლეებს უჭირთ განსხვავებულ ეპოქაში, სოციო-კულტურულ გარემოსა და პირობებში შექმნილი
ტექსტების გააზრება.
·
ფოკუსჯგუფი განხორციელდა ასევე მე-10 კლასის მოსწავლეებთან, მისი
ჩატარების მიზანი იყო, გაგვერკვია, მოსწავლეების აზრით, რამდენად მრავალფეროვანია ლიტერატურის
გაკვეთილები, რა ეადვილებათ და რა უჭირთ
განსაკუთრებულად ამ ტექსტების შესწავლის დროს და რაში ესაჭიროებათ დახმარება. შედეგების
ანალიზისას გამოვლინდა, რომ მოსწავლეები აცნობიერებენ ძველი ქართული ლიტერატურის უპირობო
მაღალმხატვრულ და კულტურულ ღირებულებებს, მაგრამ დიდი მასალისა და დროის უკმარისობის
გამო არ კითხულობენ ტექსტებს სრულად, ისინი კმაყოფილდებიან ტექსტების მოკლე შინაარსის
გაცნობით, მოსწავლეებს უჭირთ გაითავისონ სხვა
ეპოქის ინტერესები და სოციალურ- კულტურული
გარემო . ისინი ძირითად დროს უთმობენ შინაარსის დამუშავებას, მცირე, მაგრამ მათთვის
შრომატევადი ფრაზებისა და ციტატების დამახსოვრებას და ნაკლებ ყურადღებას უთმობენ მაღალი
სააზროვნო უნარების გასააქტიურებელ სავარჯიშოებს. მოსწავლეები საპროგრამო ტექსტებს
გაცნობისთანავე რელიგიური დანიშნულების ტექსტებად აღიქვამენ, ერიდებიან მთავარი პერსონაჟების
მიმართ საკუთარი შეხედულებების ღიად გამოთქმას და მხოლოდ უარყოფითი პერსონაჟების კრიტიკით
შემოიფარგლებიან.
კითხვარში მონაწილეობას იღებდნენ სკოლის საბაზო და საშუალო კლასების
მოსწავლეები, მისი მიზანი იყო გაგვერკვია მოსწავლეთა ინტერესის სფერო, კერძოდ, რა ჟანრის
ლიტერატურას კითხულობენ სიამოვნებით თავისუფალ დროს.(დანართი2)
ინტერვიუში მონაწილეობა მიიღო 35-მა მოსწავლემ, გაირკვა,
რომ მოსწავლეთა 90%-ს უყვარს კითხვა, მაგრამ აქედან არც ერთი ბავშვი არ ინტერესდება ძველი ქართული მწერლობით. ბავშვებს
აფრთხობთ დიდი მოცულობის ტექსტები და აინტერესებთ იმ სახის ლიტერატურა, რომლებიც მათ
თანამედროვე სამყაროსთან აკავშირებთ.
·
ფოკუსირებული
დაკვირვება გაკვეთილებზე განხორციელდა მე-10 კლასის მოსწავლეებთან, დაკვირვების მიზანი იყო, გაგვერკვია,
გაკვეთილის რომელი ფაზაა ინერტული და რატომ?
გაკვეთილზე ფოკუსირებულმა დაკვირვებამ
აჩვენა, რომ მოსწავლეები ეფექტურად არიან ჩართულები გაკვეთილის პირველ და მეორე ფაზაში,
იხსენებენ რა იციან შესასწავლი საკითხის ირგვლივ,
იწყებენ ახალ თემაზე ფიქრს, ახალ ცოდნას უკავშირებენ ადრე ნასწავლს, მაგრამ მესამე ფაზაში უჭირთ ცოდნის
გამთლიანება, აზრის გაცვლა-გამოცვლა, მსჯელობა,
კრიტიკული კითხვების დასმა და შესაბამისად იკლებს მოტივაცია.
მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი
მიგნება:
·
საგნისთვის
გამოყოფილი საგაკვეთილო საათები არ არის საკმარისი ამ რაოდენობისა და მოცულობის ტექსტების
სრულყოფილად დასამუშავებლად.
·
დროის
უკმარისობისა და პროგრამული მასალის მოცულობის
გამო მოსწავლეები არ კითხულობენ ტექსტებს და ეცნობიან მოკლე შინაარსებს.
·
მოსწავლეები
ვერ ითავისებენ ძველ ქართულ ტექსტებში წამოჭრილ პრობლემებს და შესაბამისად არიან დემოტივირებულები.
·
ტექსტების
გააზრების პროცესში მოსწავლეები ვერ ცდებიან ჩაკეტილ, მონოკულტურულ ჭრილს, ისინი მხოლოდ უარყოფითი პერსონაჟების კრიტიკით
შემოიფარგლებიან და შესაბამისად ვერ ივითარებენ მაღალ სააზროვნო უნარებს. მოსწავლეებს
ერთმანეთში ერევათ კრიტიკა და კრიტიკული აზროვნება.
შესაძლო ინტერვენციები
კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციისა და მონაცემების
ანალიზის საფუძველზე, შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციის რამდენიმე ვარიანტი:
1.
პირველ
რიგში შევხვდი სამიზნე ჯგუფს(მე-10 კლასი).
შეხვედრაზე ვისაუბრეთ შემდეგ საკითხებზე: რისი
სწავლაა მნიშვნელოვანი და რაში გვადგება შეძენილი ცოდნა?
რატომ არის რთული სწავლა? ყველაზე კარგად როგორ შეიძლება ვისწავლოთ? როგორ მიდის სწავლის
პროცესი და რა სირთულეები გვხვდება გზაზე? მოსწავლეები გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს,
ეძებდნენ პრობლემებს და პრობლემის დაძლევის გზებს. ამის შემდეგ, მოსწავლეებს გავაცანი საკვლევი თემა და კვლევის მიზანი, ვისაუბრე კრიტიკული
და შემოქმედებითი უნარების განვითარების აუცილებლობაზე, რათა დაენახათ
საკვლევი თემის აქტუალობა და ღირებულებები.
2.
მოსწავლეებში
ინტერესის გაღვიძების მიზნით, მეათე კლასთან ერთად, განვახორციელე პროექტი
,,ჩემი ვეფხისტხაოსანი“.(იხ. დანართში) პროექტში ჩართული იყო საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლე, პროექტს
ხელმძღვანელობდნენ მეათე კლასის მოსწავლეები. ბავშვებმა დაანაწილეს თავები გადასაწერად დათქვეს დრო, მოაწესრიგეს საორგანიზაციო საკითხები
და გაკვეთილების დასრულების შემდეგ შეუდგნენ სამუშაოს შესრულებას. გადაწერა დასრულდა
ხუთ დღეში, წიგნი აკინძეს და საბოლოო სახე მისცეს მეათე კლასის მოსწავლეებმა. ბავშვები
ინტერესით იყვნენ ჩართულები პროექტში, კითხულობდნენ ერთმანეთის ნაწერებს და ფრთხილად
ასწორებდნენ წერის დროს დაშვებულ მექანიკურ შეცდომებს. დაინტერესება იმდენად დიდი იყო,
რომ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმაც გამოთქვეს სურვილი მონაწილეობის მიღებაზე, ორგანიზატორებმა
მოიფიქრეს, რომ პატარებს დაეწერათ თითო აფორიზმი, მოიძიეს აფორიზმების წიგნი და პატარების
მუშაობას თვითონვე აკვირდებოდნენ. წიგნი მოხატეს ორნამენტებით და სკოლის ბიბლიოთეკაში
მიუჩინეს საპატიო ადგილი. მოსწავლეებმა თითქმის სრულად წაიკითხეს თავიანთი შექმნილი
შედევრი და გაიღრმავეს ცოდნა. ისინი ინტერესით და სიფრთხილით ათვალიერებდნენ თავიანთ შექმნილ
ხელნაწერს, უღებდნენ სურათებს და უგზავნიდნენ მეგობრებს.
მოსწავლეები
გახდნენ უფრო მეტად თავდაჯერებულები და მოტივირებულები.
3.
,,კრიტიკული
აზროვნების განვითარება კითხვისა და წერის საშუალებით“.
ეს მოდელი მოიცავს სამ ეტაპს. პირველ ეტაპზე ვცდილობ
მოსწავლის ინტერესის გაზრდას შესწავლილი თემის მიმართ და ცოდნის აქტუალიზაციას. იმისთვის,
რომ გავუღვიძო მოსწავლეს მუშაობის სურვილი
ვიყენებ სახალისო სტრატეგიას. საკლასო ოთახის შუაგულში ვათავსებ ,,ცნებებისა და იდეების
კალათას“ და ვთხოვ მოსწავლეებს, დაწერონ ფურცლებზე ის, რაც იციან აღნიშნული თემის ირგვლივ
და ჩაყარონ კალათაში. შემდეგ თავიანთ დაწერილ ფაქტებს, აზრებს და პრობლემებს ალაგებენ
ლოგიკური თანმიმდევრობით. ამის შემდეგ გადავდივარ მეორე ეტაპზე, რომელიც ახალი მასალის შესწავლას ემსახურება.
ვიცით რომ, ინფორმაცია კრიტიკული აზროვნების ათვლის სათავეა და ამითომ ვიყენებ აქტიური
კითხვის მეთოდს, რათა მოსწავლეები არ მოდუნდნენ და ბოლომდე შეინარჩუნონ ინტერესი. ამის
საუკეთესო საშუალებაა ,,ინსერტი“ ანუ შენიშვნების მინდორი. ამ სტრატეგიის წყალობით
ტექსტის კითხვის პროცესი ცოცხალი და ხალისიანი ხდება, მოსწავლეები ინტერესით კითხულობენ
ტექსტს, რათა არ გამოეპაროთ ის,რაც ნაცნობია, არ იცის ან რის შესახებაც მეტის გაგება
სურს. ( მოსწავლეებმა უკვე იციან ნიშანთა სისტემა. მაგ.: ვიცი- +, არ ვიცი-
-, ვერ გაიგო-?, მეტის გაგება მსურს
_ .........
რეფლექსიის
სტადიაზე მოსწავლეებს ვთხოვ შეავსონ კლასტერები.
ამ მეთოდით ვაღწევ მოსწავლეებში ცოდნის სისტემატიზებას .
აღნიშნული
ტექნოლოგია ხელს უწყობს აზროვნების მოქნილობას, შეცდომის გამოსასწორებლად მზადყოფნას,
ერთი იდეის მეორეთი შეცვლის შესაძლებლობას და ორიგინალურ აზროვნებას.(მეთოდი მრავალჯერადი
გამოყენებისაა).
4.
სტრატეგია
,,სინკვეინი“
გაკვეთილის ბოლოს, მოსწავლეებს ვურიგებ ფურცლებს. ფურცლის
პირველ ხაზზე წინდაწინ ვწერ ერთ სიტყვას(არსებითი სახელი). ვცდილობ სიტყვა სხვადასხვა
იყოს ყველა მოსწავლისთვის, შესაბამისად, ,,სინკვეინის“ თემაც განსხვავებული იქნება
ყველასთვის. ამის შემდეგ მოსწავლეები თვითონ ავსებენ მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ხაზებს.
შევსების წესს მოსწავლეებს სათითაოდ ვურიგებ დავალებასთან ერთად, ან ვაკრავ თვალსაჩინო
ადგილზე. ,,სინკვეინის“ შევსების წესი ასეთია: ჩემ მიერ დაწერილ სიტყვას(თემას) მოსწავლემ
მეორე ხაზზე უნდა მიუწეროს განსაზღვრება, რომელიც ხსნის თემას. მე-3 ხაზზე-ზმნა, რომელიც
აღწერს თემის ქმედებას, მე-4 ხაზზე იწერება მთლიანი ფრაზა, რომლის დახმარებით მოსწავლე
გამოთქვამს თავის დამოკიდებულებას თემის მიმართ, მე-5 ხაზზე-სიტყვა-რეზიუმეა.
,,სინკვეინის“ გამოყენება სწავლების პროცესში ძალიან
სახალისო და საინტერესოა, სტრატეგია ხელს უწყობს მასალის მოკლე შეჯამებას, დასკვნების
გაკეთებას და მოტივაციის ამაღლებას.
5.
ორაზროვნების დაშვება, ფაქტების ეჭვქვეშ დაყენება, პრობლემური სიტუაციების
შექმნა.
პარადოქსული, არაორდინალური ფაქტები და იდეები, ხშირად
იწვევს მოსწავლეთა გაოცებას და უღვივებს მათ
საგნის შესწავლის ინტერესსა და მოტივს. გაკვეთილზე ხელოვნურად ვქმნი კონფლიქტურ სიტუაციებს,
მოსწავლეებს ვაწვდი ისეთ ფაქტებს და შედეგებს, რომლებიც ეწინააღმდეგება უკვე აღიარებულ
მოსაზრებებს. მაგ.: რის საფუძველზე ამტკიცებენ
მეცნიერები, რომ,, ვეფხისტყაოსანი“ ქართული ნაწარმოებია? რუსთაველიც ხომ ამას გვეუბნება(,,ესე
ამბავი სპარსული..........საქმე ვქმენ საჭოჭმანებიო“). მოსწავლეებს უჩნდებათ ეჭვის
განცდა-თითქოს რაღაც გადასამოწმებელია, პასუხის გასაცემად მათ უწევთ მოსაზრებების გაცნობა,
ტექსტის გააზრება და არგუმენტების მოყვანა.
გაკვეთილის მსვლელობისას ხშირად მივმართავ შეუსაბამო
სიტუაციებს.( მაგ: ქაჯეთიც ციხის აღების დროს ტარიელი თვალს ადევნებდა მისთვის თავდადებული
მეგობრების ბრძოლას და გული სიამაყით ევსებოდა. შეძლეს თუ არა ფრიდონმა და ავთანდილმა
ციხის აღება?) მოსწავლეთა აზრით, მასწავლებელი არ შეიძლება ტყუოდეს, ამიტომ მათ ეუფლებათ
გაკვირვება და პასუხის გასაცემად ხელახლა იწყებენ ტექსტის გადაკითხვას, ერთმანეთის
გამოკითხვას და არგუმენტების მოყვანას.
ორაზროვნების დაშვება. მაგალითად ,,შუშანიკის წამების“
სწავლების პროცესში, კერძოდ პურობის ეპიზოდში, მოსწავლეებს ვეუბნები, რომ დედოფალს
ფსიქიკამ უმტყუნა, ან სახლიდან წასვლის ეპიზოდის ანალიზის დროს ვუმტკიცებ, რომ შუშანიკმა
თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და სასახლე სიამაყის გამო დატოვა, ან გრიგოლ ხანძთელს პირველობის
დაკარგვის შიში ჰქონდა და მიტო მოექცა ასე ქრისტეფორესა და თეოდორეს. ასეთი დავალებები
აიძულებს მოსწავლეებს გაიფართოონ თვალსაწიერი, იფიქრონ და გამოხატონ საკუთარი პოზიცია
შესასწავლი თემის მიმართ. გაკვეთილზე შეძენილ პრობლემების გადაჭრის უნარს მოსწავლეები პრაქტიკულ
ცხოვრებაში გამოიყენებენ.
6.
კითხვებად ქცეული გაკვეთილი
კითხვების დასმა, კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის,
უმნიშვნელოვანესი ნაწილია. კვლევის პროცესში ხშირად ვიყენებდი ამ აქტივობას, წყვილებად
ან პატარა ჯგუფებად დაყოფილ მოსწავლეებს ვურიგებდი
ფურცლებს, რომლებზეც ეწერა კითხვები მათთვის ჯერ უცნობი ახალი მასალის შესახებ. მოსწავლეებს
თვითონ უნდა ეფიქრათ ამ საკითხებზე და გაეცათ პასუხები, ბავშვები ერთმანეთს უზიარებდნენ
მოსაზრებას და პასუხის დაწერამდე მსჯელობდნენ. ამის შემდეგ მოსწავლეებს თვითონ უჩნდებოდათ
კითხვები. შემდეგ ვთხოვდი ჩამოეწერათ ფურცელზე
ყველა ის კითხვა, რაც მასალის გაცნობის შემდეგ დაებადათ. მოსწავლეების მიერ დასმული
კითხვები მეხმარებოდა სააზროვნო პროცესების შესამოწმებლად, ანუ იმის დასადგენად, კოგნიტური
განვითარების რომელ სტადიაზე იმყოფებოდა ესა თუ ის მოსწავლე. ამ აქტივობამ მომცა შესაძლებლობა,
რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბავშვებისთვის დამესვა სოკრატული კითხვები.
7.
ცხოვრების რუკა
,,ცხოვრების რუკის“ მოსამზადებლად მოსწავლეებმა წინასწარ
უნდა აღნუსხონ შესასწავლი პირის ცხოვრების გადამწყვეტი მომენტები და მისი მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილებები და ეს მონაცემები გადაიტანონ დროის ხაზზე. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს,
შეადგინონ შესასწავლი პირის ცხოვრების რუკა. პირველ რიგში ჩამოწერონ ის შემთხვევები,
რომლებსაც შეიძლება წააწყდეს ადამიანი მგზავრობის(ცხოვრების) დროს. ჩამონათვალი შეიძლება
შეიცავდეს შესვენებას, შეჯახებას, ჩიხს, შემოვლით
გზას, საბაჟოს და სხვა. მოსწავლეებმა უნდა ახსნან, რას შეიძლება ნიშნავდეს თითოეული
მათგანი? მაგ.: ჩიხი შეიძლება ნიშნავდეს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელმაც სასურველი
შედეგი ვერ გამოიღო, შეჯახება-წინააღმდეგობას და ა.შ. მოსწავლეებმა ცალკეული მეტაფორისთვის
უნდა შექმნან თითო სიმბოლო. სიმბოლოების საბოლოო ვარიანტზე მთელი კლასი თანხმდება.
ამის შემდეგ მოსწავლეები იწყებენ განსახილველი პირის ,,ცხოვრების რუკის“ შექმნას. მუშაობა
სრულდება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებში. სამუშაოს დასრულების შემდეგ, აკეთებენ
პრეზენტაციას და ქმნიან გალერეას. ადარებენ საკუთარს სხვების ნამუშევარს, ხვდებიან
რომელი ფაქტორები ახდენს გავლენას ადამიანის არჩევანზე? რა ეხმარება წარმატებაში და რა უშლის ხელს მიზნის მიღწევაში.
შესაჯამებლად
ვაძლევთ ესეს, რომლის მიზანი იქნება განსახილველი პირისა და მისი მოღვაწეობის შეფასება.
მეტი მოტივაციისთვის შეიძლება დაავალო მოსწავლეებს შექმნან ცხოვრების ,,საკუთარი რუკა“,
რაც მათ საკუთარი თავისა და ერთმანეთის უკეთ გაცნობაში დაეხმარებათ
სტრატეგია ეხმარება
მოსწავლეებს გმირის უკეთ გაცნობასა და იმ ფაქტორებზე ყურადღების გამახვილებაში, რომლებიც
მის გადაწყვეტილებათა გაგებას უწყობს ხელს. ,,ცხოვრების რუკა“ ერთგვარი შეფასების ინსტრუმენტია,
ამ აქტივობის უპირატესობა ის არის, რომ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს დაინახონ, როგორ შეიძლება იდენტური
ინფორმაციის სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირება
8. კვლევა
კლასს
ვყოფ ორ ჯგუფად, პირველ ჯგუფს ვავალებ მოიძიონ მასალა მე-5 მე-10 საუკუნეების საქართველოში
გავრცელებული სამედიცინო ცოდნის შესახებ, მეორე
ჯგუფმა უნდა შეაგროვოს მონაცემები ამ პერიოდის საქართველოში გავრცელებულ დაავადებათა
გამომწვევ მიზეზებზე. მოსწავლეები ინტერესით ჩაერთვენ სამუშაო პროცესში, ჯგუფები ცალ-ცალკე
ასრულებდნენ დავალებას და შემდეგ აკეთებდნენ შედარებას, რომელ დაავადებას, როგორ მკურნალობდნენ.
ბავშვებმა დავალება საინტერესოდ წარმოადგინეს, პირველ რიგში ყურადღება გაამახვილეს
იაკობ ცურტაველზე, რომელსაც წლების მანძილზე უწევდა მკურნალის როლში ყოფნა. აღსანიშნავია
ის ფაქტიც,რომ მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ღმერთი თავის რჩეულებს
აჯილდოებდა ამ ნიჭით და საინტერესო იყო იმის მიგნება, რომ განსაცდელი დაავადების სახით,
სწორედ რჩეულებს ატყდებოდათ თავს. მოსწავლეები კარგად ჩაწვდნენ დაავადების გამომწვევ
მიზეზებს(კლიმატი, საცხოვრებელი პირობები, შიმშილი, სულიერი მდგომარეობა.....) და ამავე დროს მოაგროვეს ინფორმაცია ხალხურ სამედიცინო
საშუალებებზე(ლოცვა, წმინდანთა სხეულის ნაწილები, ღვინო და პური, სალბუნები, წმინდათა
წამების ადგილი). ინფორმაციის შეგროვების შემდეგ ბავშვებმა სურვილი გამოთქვეს შეხვედროდნენ
სკოლის ექიმს. მათ აინტერესებდათ რა არის თანამედროვე სამყაროში დაავადებათა გამომწვევი
ძირითადი მიზეზები და უძველესი ხალხური საშუალებებიდან დღეს რომელია აქტუალური. მოსწავლეებმა
გააკეთეს შედარება და გამოიტანეს დასკვნები. ასევე დაინტერესდნენ ლოცვის ძალაზე, საუბრები
გამართეს სოფლის მოძღვართან და გაიგეს, რომ დღესაც არსებობს ლოცვები თითქმის ყველა დაავადების წინააღმდეგ.
დაგეგმილი ინტერვენცია დაეხმარა მოსწავლეებს ინფორმაციის
მოძიების, დახარისხების და გაფილტვრის უნარების ამაღლებაში, ასევე თანამშრომლობითი
უნარის დაუფლებაში
9. დისკუსია
აქტივობა
ხელს უწყობს მოსწავლეებში მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების და პრობლემის გადაწყვეტის
უნარის განვითარებას. ავარჯიშებს მოსწავლეებს აზრების მწყობრად გამოხატვასა დასკვნების
გამოტანაში. სადავო საკითხების გადაჭრასა და ალტერნატიული გადაწყვეტილებების მოძებნაში.
დისკუსიის
დაწყებამდე მოსწავლეებს ვაცნობ წესებსა და სათანადო ქცევის ნორმებს. დისკუსიაში მოსწავლეებს
მოეთხოვებათ: არგუმენტირებული მსჯელობა, გადაწყვეტილების მიღება და დისკუსიის წესების
დაცვა.(წესების შემუშავებაში თავად მოსწავლეები
იღებენ მონაწილეობას.) დისკუსიის დაწყებამდე
მოსწავლეებთან ვმართავ სადისკუსიო თემის
შესაბამის საუბრებს ან უბრალოდ ვსვამ კითხვას: ,,ერთი რამ, რამაც ყველაზე მეტად აღგაფრთოვანა
და ფიქრის სურვილი გაგიჩინათ“ და რაც მთავარია მოსწავლეებს განვაწყობ ჩემს მიმართ ნდობით.
დისკუსიის
დროს ვიყენებ აკვარიუმის მეთოდს, კლასი იყოფა
ორ ჯგუფად. ერთს დამკვირვებლის ფუნქცია აქვს, მეორეს -მოქმედი ჯგუფისა, ჯგუფის წევრთა
რაოდენობა არათანაბარია. შიდა წრე ღიაა და შესაბამისად დამკვირვებელ მოსწავლეებს ყოველთვის
შეუძლიათ დისკუსიაში ჩართვა და მერე კვლავ თავის ადგილს უბრუნდებიან. ისინი ერთ რომელიმე
მხარეს ემხრობიან და როცა ორთაბრძოლაში ჩართვის სურვილი უჩნდებათ ორთაბრძოლის მონაწილეს
მხარზე ადებენ ხელს. ისინი ერთმანეთს ცვლიან. ასე რომ, შიდა წრეში დისკუსია მიმდინარეობს,
გარე წრეში ხდება დისკუსიის ანალიზი და შეფასება.
ეს მეთოდი არის ტრადიციული დებატების ალტერნატივა,
ახალისებს მრგვალ მაგიდასთან
მიმდინარე დისკუსიას და თავიდან გვაცილებს ხანგრძლივ პრეზენტაციებს.
სადისკუსიო
თემის ნიმუშები:
1.ერთმა
თქვენმა თანატოლმა გოგონამ, რომელმაც ,,ვეფხისტყაოსნის“ შესწავლა დაამთავრა, გადაწყვიტა პოემის პროლოგის
21-ე საუკუნის შეხედულებებზე მორგება და ინტერპრეტაცია. სამწუხაროდ, ინტერპრეტირებული
ვარიანტი ვერ მოვიძიე, თქვენი აზრით, რას შეცვლიდა
გოგონა და რატომ?
2. საზოგადოებისგან
გარიყული ვარსქენ პიტიახშის მომხრეებმა, ვარსქენის უდანაშაულობის დასამტკიცებლად, მაგალითად
მოიყვანეს ,,აბოს ცხოვრება“.
ისინი ამტკიცებდნენ, რომ წმინდანად შერაცხულმა აბომ, გააკეთა ის, რაც თავის
დროზე ვარსქენმა. თქვენ რა კონტრარგუმენტი გაქვთ ამისთვის?
3.ერთ-ერთ
სკოლაში ჩაატარეს კვლევა. საკვლევი კითხვა
იყო ასეთი: ,,განათლების სამინისტრო ითვალისწინებს მე-10 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის
პროგრამის სიდიდეს და მუშაობს ერთ-ერთი ნაწარმოების სწავლებიდან ამოღების საკითხზე.
თქვენი აზრით, რომელი ნაწარმოები უნდა ამოიღონ სწავლებიდან და რატომ?“
მოსწავლეთა უმრავლესობამ არჩევანი შეაჩერა ,,გრიგოლ ხანძთელის
ცხოვრებაზე“. ბავშვებს არგუმენტად მოყავდათ ის, რომ გრიგოლი არ იყო ქრისტიანული სარწმუნოებისთვის
წამებული პიროვნება. თქვენ რას ფიქრობთ, რა შედეგი მოჰყვება ,,გრიგოლ ხანძთელის
საპროგრამო მასალიდან ამოღებას?
მიგნებები,
დასკვნები და
რეკომენდაციები.
ზემოთ
მოცემული ინტერვენციის ვარიანტები განვიხილე კათედრის წევრებთან და ადმინისტრაციასთან
ერთად. შეფასდა კვლევის მანძილზე მიღწეული შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში(
მე-10 კლასში). დაგეგმილი ინტერვენციები ემსახურებოდა კონკრეტულ მიზანს: მასალის მოძიების,
დახარისხების, კრიტიკული შეკითხვების დასმის,
ალტერნატივათა ძიებისა და პრობლემის დაძლევის
უნარებს. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული თითოეულ აქტივობაში, სვამდნენ
კითხვებს, აკეთებდნენ დასკვნებს, ავსებდნენ სქემებს და ახდენდნენ შეძენილი ცოდნის დემონსტრირებას. მოსწავლეები ბევრად უფრო მოტივირებულნი იყვნენ და გაკვეთილებიც
ხალისით მიმდინარეობდა. ასეთი აქტივობების საგაკვეთილო პროცესში დანერგვა მოგვცემს
საუკეთესო შედეგს კრიტიკული აზროვნების განვითარების თვალსაზრისით. ვფიქრობ, ინტერვენციები
ეფექტური იქნება საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების პროცესშიც.
კრიტიკული
აზროვნების უნარ-ჩვევის განვითარება შესაძლებელია ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე
სწავლების ყველა საფეხურზე, მიზნის მისაღწევად საჭიროა სწორი ინტერვენცია, სწორად შერჩეული აქტივობები
და რესურსები, ასევე პედაგოგების ძალისხმევა
მუდმივ პროფესიულ ზრდაზე.
რეკომენდაციები:
·
კრიტიკული
აზროვნების უნარ-ჩვევის განვითარებისთვის გაკვეთილის დაგეგმვისას ნათლად ჩამოაყალიბეთ
ერთ-ერთი კონკრეტული მიზანი
·
სწორად შეარჩიეთ
მიზნის მისაღწევი აქტივობები.
·
ყოველთვის
დაუსვით მოსწავლეებს კითხვები: რატომ?, როგორ?
·
ასწავლეთ
მოსწავლეებს კრიტიკული შეკითხვების დასმა.
·
მოსწავლეებს
ახალი ცოდნა ააგებინეთ ძველ ცოდნაზე დაყრდნობით.
·
დაეხმარეთ
მოსწავლეებს თავად გააკეთონ ანალიზი ახალი მასალიდან და იაზროვნონ დამოუკიდებლად სხვადასხვა სქემებისა და
ცხრილების დახმარებით
·
ხელი
შეუწყვეთ მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას სკოლისა და თემის ცხოვრებაში, მათი პრობლემების
გადაწყვეტაში.
·
შეაქეთ
მოსწავლეები ხშირად და მოიპოვეთ მათი ნდობა და სიყვარული
·
ნუ იქნებით
გაკვეთილზე აქტიურები, დაუთმეთ მოსწავლეს ასპარეზი და მოირგეთ ფასილიტატორის როლი
·
არასოდეს
მოახვიო მოსწავლეს თავს შენი შეხედულებები
და მიიღეთ თითოეულის მიერ გამოთქმული განსხვავებული მოსაზრება.
·
აქტიურად
ითანამშრომლეთ მოსწავლეთა მშობლებთან და სთხოვე, ჰკითხონ
მათ რჩევები შვილებს და ჩართონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ბიბლიოგრაფია
1.ეროვნული
სასწავლო გეგმა
2.,,განვითარებისა
და სწავლების თეორიები“-საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
3.,,როგორ
ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება“-ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი
4.,,რატომ
უნდა ვისწავლოთ კრიტიკული აზროვნება“-თამარ ტალიაშვილი(ჟურნალი მასწავლებელი 2013წ)
5.,,ვისწავლოთ
და ვასწავლოთ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება“-მანანა ბოჭორიშვილი, სოფიო გორგოძე.
6.,,წიგნიერი“-2002-2004
წლებში გამოქვეყნებული სტატიების ანთოლოგია
7.
ჟურნალი ,,მასწავლებელი“
დანართები
დანართი 1
ტ ე ს ტ ი
.იაკობ
ხუცესის ,,შუშანიკის წამება“------მე-9 თავი
1).და
ვითარცა შევიდა ციხედ, პოვეს სახლაკი ერთი ჩრდილოით კერძო, მცირე და ბნელი, და მუნ
შეაყენეს წმინდა იგი და ჯაჭვი იგი, რომელ ედვა
ქედსა მისსა ზედა, ეგრეთვე ედვა, და
დაჰბეჭდა ურჯულომან ვარსქენ ბეჭდითა თვისითა,
ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა:,,მე ამას მხიარულ ვარ, რათა აქა ვიტანჯო და მუნ განვისვენო“,
ხოლო პიტიახშმან ჰრქუა მას:,,ჰე,ჰე განისუენე“
1.განმარტეთ
,,ჩრდილოით კარი“
2.როგორ
გესმით:,,დაჰბეჭდა ურჩულომან ვარსქენ ბეჭდითა
თვისითა“
3.როგორია
შუშანიკის რეაქცია ვარსქენის სისასტიკეზე?
4.ვარსქენის
ხასიათის რომელი თვისება გამოვლინდა ბოლო წინადადების მიხედვით?
2)გაიხსენეთ,
რით დაემუქრა ვარსქენი მცველებს, თუ ისინი ვინმეს შეუშვებდნენ დედოფალთან?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3).ხოლო
მე, მრავლითა ვედრებითა ვარქუ მცველსა მას
და უქადე ჭურჭერი ერთი სამისო და ძნიად თავს-იდვა შეტევებამცველმან ჩემი და
მრქუა მე:,,რაჟამს დაღამდეს, მოვედ შენ ხოლო მარტო“ და ვითარ შემიყვანა მან და ვიხილე
ტარიგი იგო ქრისტესი შუენიერად, ვითარცა სძალი, შემკული საკრველთა მათგან, და მე ვითარ ვერ დამითმო გულმან, ვტიროდე
ფრიად.
1.როგორ
მოახერხა იაკობ ხუცესმა შუშანიკის ნახვა საპყრობილეში?
2.რა
არის ,,ტარიგი“ და რატომ უწოდებს ავტორი დედოფალს ტარიგს?
3.რომელი
მხატვრული ხერხია გამოყენებული შესიტყვებაში ,,ვითარცა სძალი“
4.განმარტეთ
,,ვერ დამითმო გულმან.“
5.გაიხსენეთ,
რატომ ამბობს იაკობ ხუცესი: ,,ძნიად თავს-იდვა შეტევებაი ჩემი“?
ტესტი 2
გიორგი
მერჩულე-,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“-თავი მე-6
ყურადღებით წაიკითხეთ გაბრიელ დაფანჩულისა და გრიგოლ ხანძთელის
შეხვედრის ეპიზოდი:
1.რითი
იყო გამორჩეული გაბრიელ დაფანჩული, მოცემული სიტყვების მიხედვით?
,,ყოვლითა
სისრულითა?“
ა)სრულყოფილებით ბ)სიმდიდრით გ)სიკეთით დ)რწმენით
2.რატომ მივიდა წმინდა გრიგოლი გაბრიელის სახლში?
ა)სურდა,
გაეცნო გაბრიელ დაფ
ბ)ფიქრობდა, კეთილმორწმუნე აზნაური შეეწეოდა მონასტრის
საძმოს?
გ)გაბრიელის მამა გრიგოლისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას
გამოხატავდა
დ)თავად გაბრიელ დაფანჩულმა გაუგზავნა მას მოციქული,
რათა მამა გრიგოლი მისულიყო მასთან
3.რისი
აღნიშვნა სურს გიორგი მერჩულეს, როცა წერს: ,,და ვითარცა ესმა მისვლა მის ნეტარისა,
აღდგა და მიეგება წინ გაბრიელ, აზნაური
მეფისაი“
ა)ეტიკეტი
მოითხოვდა მსგავს შეხვედრებს მამა გრიგოლთან
ბ)ამ
გზით გაბრიელ დაფანჩული მამა გრიგოლის გულის მოგებას ცდილობდა
გ)გაბრიელ
დაფანჩული მამა გრიგოლის მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავდა
დ)გაბრიელ
დაფანჩული კარგი მასპინძელი იყო
4.როგორ
გესმით ,,ხორციელი კეთილი „ და ,,სულიერი კეთილი“?
ა)გარეგნული
და სულიერი მშვენიერება
ბ)ერისკაცნი
და ბერები
გ)ლოცვა
და ძალაუფლება
დ)სულიერი
და მატერიალური სიმდიდრე
5.რა
სურდა გაბრიელ დაფანჩულს მოცემული სიტყვების მიხედვით: ,,ძვალნი ჩვენნი ღირს ყვენით დასხმად წმიდათა თანა ძვალთა თქვენთა“?
ა)ხანძთის
მონასტერში მისი ოჯახის წევრების და შთამომავლების დამკვიდრებას მათი სურვილისამებრ
ბ)ხანძთის
მონასტერი მისი ოჯახის საძვალე ყოფილიყო
გ)მისი
ოჯახის წევრები ისეთივე პატივით დაეკრძალათ მონასტერში, როგორც წმინდა ბერები
დ)წმინდა
მამათა მსგავსად, ცათა სასუფეველი დაემკვიდრებინათ მისი ოჯახის წევრებს
6.რატომ
სთხოვა მამა გრიგოლს გაბრიელ დაფანჩულმა დედათა მონასტრის
აგება?
ა)საქართველოში
იმ პერიოდში არ იყო დედათა მონასტერი
ბ)კლარჯეთში
იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო დედათა მონასტერი
გ)რათა
ეს მონასტერი ქცეულიყო მისი ოჯახის დედათა სამუდამო განსასვენებლად
დ)მას
სურდა, მონასტრების მშენებლობაში მიეღო მონაწილეობა.
7.გაბრიელ
დაფანჩულმა მამა გრიგოლს მისცა კირითხურონი. რას ნიშნავს ,,კირითხურო“ ?
ა)მცველებს
ბ)ტაძრის
მომხატველები
გ)ქვის
მთლელები
დ)მშენებლები
8.რისი
თქმა სურს გიორგი მერჩულეს, როცა წერს? ,,ხოლო გაბრიელ,დიდებულმან აზნაურმან, ფრიადითა
კეთილითა წარმოგზავნა მამაი გრიგოლ“
ა)გაბრიელი
მას პატივით გამოემშვიდობა
ბ)გაბრიელმა
ის გააცილა მონასტრამდე
გ)გაბრიელმა
თან დამხმარეები გააყოლა მამა გრიგოლს
დ)გაბრიელმა
დიდი ძღვენით გამოუშვა მამა გრიგოლი
9.განმარტეთ
მნიშვნელობა სიტყვისა ,,გლახაკი“
ა)სულიერი
საზრდოს მოსურნე
ბ)არაფრისმქონე
გ)თავმდაბალი
დ)სათნოება
10.ტროპული
მეტყველების რა სახეა გამოყენებული მოცემულ სტრიქონში“, ,,მამამან გრიგოლ ძიება ყო
გულსმოდგინედ და პოვა ადგილი კეთილი გუნათლეს მახლობლად“
ა)მეტაფორა
ბ)ეპითეტი
გ)ჰიპერბოლა
დ)შედარება
დანართი 2
კითხვარი
მოსწავლეებისთვის
მოგესალმებით, ვატარებთ კვლევას მოსწავლეთა ინტერესის სფეროს გამოსავლენად ლიტერატურის მიმართულებით.
გთხოვთ, გულახდილად შეავსოთ კითხვარი.
სახელისა და გვარის მიწერა სავალდებულო არ არის.
კითხულობთ თუ არა კლასგარეშე ლიტერატურას?
ა)დიახ
ბ)არა
გ)იშვიათად
როგორ წიგნს ანიჭებთ უპირატესობას?
ა)დიდი მოცულობის
ბ)მცირე მოცულობის
გ)ილუსტრირებულს
დ)მნიშვნელობა არ აქვს
რა ჟანრის ლიტერატურა მოგწონთ?
ა)ფანტასტიკა
ბ)დეტექტივი
გ)ჰაგიოგრაფია
დ)სათავგადასავლო
რომელი პერიოდის მწერლობას და ლიტერატურას ანიჭებთ უპირატესობას?
ა)ძველი
ბ)ახალი
გ)უახლესი
დაასახელეთ წიგნი, რომელმაც თქვენზე მნიშვნელოვანი შთაბეჭდილება
მოახდინა
------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩამოთვლილთაგან, რომელი წიგნის ჩუქება მოგანიჭებდა ბედნიერებას?
ა)დათო ტურაშვილი---,,ჯინსების თაობა“
ბ)გოდერძი ჩოხელი-----,,ადამიანთა სევდა“
გ)შოთა რუსთაველი-,,ვეფხისტყაოსანი“
დ)გურამ დოჩანაშვილი-,,სამოსელი პირველი“
დანართი 3
დისკუსიის შეფასების კრიტერიუმები
1
|
საკუთარი აზრის არგუმენტირებულად დასაბუთება
მონაწილე საკუთარ აზრს ყოველთვის არგუმენტირებულად
ასაბუთებს
მონაწილე საკუთარ აზრს ძირითადად არგუმენტირებულად
ასაბუთებს
არგუმენტაცია ზოგჯერ ბუნდოვანია და არადამაჯერებელი
|
3
2
1
|
2
|
სხვისი აზრის მოსმენა -გათვალისწინება
მონაწილე ყოველთვის უსმენს სხვის მოსაზრებას, ავითარებს
ან აბათილებს სხვის აზრს
სხვისი აზრი მონაწილისთვის უმნიშვნელოა, ხშირ შემთხვევაში
არ ახდენს რეაგირებას, ან მხოლოდ ფორმალურად აკრიტიკებს პიროვნებას და არა აზრს
მონაწილე თითქმის არ ისმენს სხვის აზრს და მხოლოდ
თავის მოსაზრებაზე აკეთებს აპელირებას
|
3
2
1
|
3
|
წესები და პროცედურების დაცვა
მონაწილე მაქსიმალურად იცავს დისკუსიის წესებს
მონაწილე ხშირ შემთხვევაში არ იცავს დისკუსიის წესებს
მონაწილე თითქმის საერთოდ არ იცავს დისკუსიის წესებს
|
3
2
1
|
4
|
არავერბალური კომუნიკაცია
მონაწილეს შეუძლია ეფექტურად აღიქვას და გამოიყენოს
არავერბალური კომუნიკაციის საშუალებები.
მონაწილე იშვიათად, მაგრამ მაინც იყენებს არავერბალური
კომუნიკაციის საშუალებებს
მონაწილის მიერ გამოყენებული არავერბალური კომუნიკაციის ფორმები ძირითადად არაადეკვატურია
|
3
2
1
|
5
|
საკუთარი და სხვისი მოსაზრებების
და ანალიზის საფუძველზე დასკვნების გაკეთება
მონაწილეს დისკუსიის პროცესში ყოველთვის გამოაქვს
დასკვნები, აჯამებს, აანალიზებს და იღრმავებს ცოდნას
მონაწილე ცდილობს დასკვნების გამოტანას, მაგრამ ხშირ
შემთხვევაში მხოლოდ აზრებს აყალიბებს
მონაწილე არ ცდილობს დასკვნების გამოტანას და მხოლოდ
აზრების გამოთქმით კმაყოფილდება
|
3
2
1
|
რეფლექსია
სწავლა-სწავლების გაუმჯობესების ერთ-ერთი წინაპირობა მასწავლებლის უწყვეტი
პროფესიული ზრდაა. ამის უზრუნველსაყოფად უამრავი
ეფექტური საშუალებაა, მათ შორის ერთ-ერთი
მასწავლებლის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაა, რომელიც ეხმარება მასწავლებელს ხარვეზების აღმოჩენაში და მისი დაძლევის გზების ძიებაში. 2018-2019 სასწავლო წელს, გადავწყვიტე ჩემი
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. გადაწყვეტილება მივიღე მას შემდეგ, როცა
რეალურად აღმოვჩნდი პრობლემის წინაშე, კერძოდ, სწავლების პროცესში, გაკვეთილების მიმდინარეობისას შევამჩნიე, რომ მე-10
კლასის მოსწავლეებში იკლო სწავლისადმი ინტერესმა,
ისინი კმაყოფილდებოდნენ სახელმძღვანელოში მოცემული
მასალის დამახსოვრებით, თავს
არიდებდნენ კითხვების დასმას და შესაბამისად უჭირდათ
კრიტიკული აზროვნება. საკითხისადმი კრიტიკული მიდგომა მათთვის ვინმეს ან რამეს გაკრიტიკებასთან
,ნაკლის გამოვლენასა და უარყოფით დამოკიდებულებასთან
ასოცირდებოდა. კრიტიკული
აზროვნების განვითარება კი, პრიორიტეტული გამჭოლი
კომპეტენციების ერთ-ერთი მიმართულებაა.
პირველ რიგში შევხვდი კათედრის წევრებს და გავაცანი ჩემი
გადაწყვეტილება, რადგან სასურველად მივიჩნიე კვლევის განხორციელება კოლეგებთან ერთად. შევხვდი ასევე სამიზნე ჯგუფს და მათ მშობლებს,
შეხვედრის მიზანი იყო გამეცნო მათთვის
კვლევის მიზანი და ეთიკის ნორმები.
ერთობლივი მუშაობითა და მრავალმხრივი ხედვის
გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვესწავლა სიტუაცია, გამოგვევლინა პრობლემის ძირითადი მიზეზები და ჩამოგვეყალიბებინა საკვლევი საკითხი. მიზეზების
დასადგენად აუცილებლად
მივიჩნიე გამომეკვლია საბაზო და საშუალო საფეხურის
მოსწავლეების წიგნიერების დონე და ინტერესის
სფერო, ამისთვის გამოვიყენე კითხვარი, კითხვარები იყო ანონიმური და
შესაბამისად პასუხებიც-გულახდილი. გაირკვა, რომ ბავშვებს ზოგადად
უყვართ კითხვა, მაგრამ ერიდებიან დიდი მოცულობის ტექსტების
წაკითხვას. გამოიკვეთა ისიც, რომ მათი
ინტერესის სფეროს წარმოადგენს სათავგადასავლო და
აქტუალურ
პრობლემებზე დაწერილი წიგნები, ისინი საერთოდ არ კითხულობენ ძველი
მწერლობის ნიმუშებს. მალევე დავგეგმე შეხვედრა ფოკუსჯგუფთან, ვისაუბრეთ აღნიშნულ საკითხზე, ბავშვები საუბრობდნენ გულახდილად და აღნიშნეს, რომ წინა
წლებთან შედარებით, წელს ქართულის გაკვეთილები
ყველაზე მოსაწყენი და უინტერესო იყო
მათთვის. მივხვდი, რომ მოსწავლეთა მოტივაციის
კლებაზე და მათი კრიტიკული
აზროვნების შეფერხებაზე მოქმედებდა ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის თავისებურებებით გამოწვეული სირთულეები. გავეცანი შესაბამის ლიტერატურას და დავგეგმე შესაძლო
ინტერვენციები. პირველ რიგში უნდა დამედგინა უჭირდათ თუ არა ბავშვებს
ტექსტების გაგება და ჩავატარე შესაბამისი
ტესტირება, ტესტირების ანალიზმა მიჩვენა, რომ მოსწავლეები იგებდნენ
ტექსტის შინაარს და არ ექმნებოდათ
ენობრივი ბარიერები. გავაგრძელე გაკვეთილებზე დაკვირვება, დაკვირვების პროცესში ჩავრთე ქართულის მასწავლებლები და მივხვდით, რომ
მოსწავლეების ინერტულობას იწვევდა ჟანრობრივი ერთფეროვნება, ტექსტების მოცულობა და არასაკმარისი დრო.
რაც შეეხება კრიტიკული აზროვნების შემაფერხებელ მიზეზებს, გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს უჭირთ
განსხვავებულ ეპოქაში, სოციო-კულტურულ გარემოსა და პირობებში შექმნილი
ტექსტების გააზრება. თამამად
შემიძლია იმის თქმა, რომ
კარგად ვიცნობ მოსწავლეების
შესაძლებლობებს და ინტერესის სფეროს,
მათ ძალიან უყვართ პრაქტიკული საქმიანობა და პირველ ინტერვენციად
სწორედ ასეთი მეთოდი შევარჩიე. მეათე კლასის ორგანიზებით დავგეგმეთ პროექტი ,,ჩემი ვეფხისტყაოსანი“, პროექტის
მიზანი იყო, ინტერესისა და
სიყვარულის გაღვიძება ძველი ქართული ლიტერატურის მიმართ, მიზანს ნამდვილად მივაღწიე, ბავშვები დღესაც სიყვარულით ფურცლავენ და კითხულობენ თავიანთ
საყვარელ წიგნს.
კვლევის პროცესში, კერძოდ დასაწყისში, შერჩეული მქონდა
ისეთი მეთოდები,
რომლებიც მეხმარებოდა ბავშვების ტექსტთან დაახლოებაში (მაგ.: ,,ცნებების კალათა“,
,,ინსერტი“), ვიცით,
რომ ცოდნა
კრიტიკულად აზროვნების წინაპირობაა, ცარიელი თავით ძნელია იაზროვნო და დასვა კრიტიკული
შეკითხვები. ვცდილობდი გაკვეთილები სახალისო ყოფილიყო, რადგან კიდევ უფრო მეტად არ
გართულებულიყო ისედაც რთული პროგრამა. ამ
კუთხით
ნამდვილად აღმოჩენა იყო ჩემთვის ,,სინქვეინი“. ეს მეთოდი უმარტივებდა ბავშვებს სიტუაციის ანალიზსა თუ პერსონაჟის დახასიათებას.
ამ მიმართულებით ასევე ძალიან დამეხმარა აქტივობა
,,ცხოვრების რუკა“, ჰაგიოგრაფიული ტექსტების
სწავლების პროცესში, კრიტიკული აზროვნების დაბალი მაჩვენებლის ერთ-ერთი ფაქტორი
ისაა, რომ მოსწავლეებს უჭირთ ყველა ეპოქისთვის სამაგალითო პიროვნებებზე საუბარი, ერიდებიან განსხვავებული აზრის გამოთქმას, ამ სახალისო აქტივობამ საშუალება
მისცა ბავშვებს დაენახათ გმირის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ფაქტები და გადაწყვეტილებები. ,,ცხოვრების რუკას“
ხშირად ვიყენებ შეფასების ინსტრუმენტად, კვლევითი პროექტების განხორციელებისას ან მასალის წინასწარი
დამუშავების პროცესში. კვლევის წარმართვაში დიდი დახმარება გამიწია
ჟურნალმა ,,მასწავლებელი“. აქ
მოცემული სტატიები დამეხმარა გაკვეთილის პროცესში, მოსწავლეებისთვის, დამესვა ორაზროვანი შეკითხვები და საკითხი ეჭვქვეშ დამეყენებინა. გაკვირვებული
და ცოტა დაბნეული ბავშვები
ხელახლა უბრუნდებოდნენ ტექსტს, ამოწმებდნენ ინფორმაციას მეწყვილესთან და მოყავდათ დამაჯერებელი
არგუმენტები. მოსწავლეთა
კოგნიტური განვითარების მაღალ საფეხურზე ასაყვანად საჭირო იყო მესწავლებინა მათთვის
კრიტიკული კითხვების დასმის ტექნოლოგიები. გავეცანი
ქიფქინგის საუნივერსიტეტო სკოლის მასწავლებლების პრაქტიკულ მეთოდებს და საგაკვეთილო პროცესს ხშირად
ვანაცვლებდი ,,კითხვებად ქცეული გაკვეთილებით“, მოსწავლეებს ვუსვამდი გამოსარკვევ და
ვარაუდების შესამოწმებელ კითხვებს, ასევე თვალსაზრისების, პერსპექტივების
და შედეგების შესამოწმებელ
კითხვებს, ხშირად ვთხოვდი მათ ჩამოეწერათ ყველა
ის კითხვა, რაც მასალის გაცნობის
შემდეგ დაებადათ. კითხვების არსებობით განვსაზღვრავდი მათი ფიქრის მაჩვენებელს,
ხოლო არარსებობა მახვედრებდა იმას, რომ მათ
ვერაფერი გაიგეს. კითხვები
ასევე მეხმარებოდა
დამედგინა მოსწავლეთა კოგნიტური
მაჩვენებელი.
ერთ-ერთ ინტერვენციად
დავგეგმე ასევე კვლევის ჩატარება. ბავშვები მუშაობდნენ
ჯგუფებში, აგროვებდნენ ინფორმაცის არა მარტო ტექსტებში,
არამედ წყაროებში. კვლევის დასრულების შემდეგ შეხვდნენ სკოლის ექიმს, შეადარეს ერთმანეთს ძველი და ახალი და
გააკეთეს პრეზენტაცია. კვლების პროცესში ხშირად ვმართავდი დისკუსიებს, დისკუსია ერთ-ერთი საუკეთესო
საშუალებაა კრიტიკული აზროვნების განვითარების კუთხით, სადისკუსიო თემებს ვარჩევდი გაკვეთილის შესაბამისად და მოსწავლეებს ვაფასებდი
წინასწარ შემუშავებული შეფასების კრიტერიუმებით.
პერიოდულად გაკვეთილებზე მესწრებოდნენ კათედრის წევრები, შემდეგ ვმართავდით შეხვედრებს და უკუკავშირის გათვალისწინებით
ვგეგმავდი მომავალ გაკვეთილებს.
აღნიშნული აქტივობები მოსწავლეებს ეხმარებოდა ტექსტთან
დაახლოებაში, მასალის გაფილტვრაში, კრიტიკული შეკითხვების დასმაში, არგუმენტირებულ მსჯელობაში, სწავლის სწავლების პროცესსა და ერთმანეთთან თანამშრომლობაში.
ინტერვენციების დაგეგმვის დროს მქონდა ხარვეზებიც,
მიუხედავად იმისა, რომ გონებაში ჩამოყალიბებული
მქონდა, ვერ მოვახერხე, უფრო
სწორად, ვერ შევეჭიდე ტექსტების სწავლების პროცესში მოსწავლეებისთვის გამეცნო ნაწყვეტები სახარებიდან. ვფიქრობ, ასეთი ინტერვენციით მოსწავლეები უფრო კარგად დაინახავდნენ
იმ ფასეულობებს და გააანალიზებდნენ პერსონაჟთა
ქცევის მოტივს.
კვლევის
დასრულების შემდეგ, კვლევის მასალები განვათავსე სკოლის fecebook გვერდზე https://www.facebook.com/photo.php?fbid=798481820552620&set=pcb.798481987219270&type=3&theater
Subscribe to:
Posts (Atom)