სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორი
|
||
სახელი და გვარი
|
თამარ გოგოლაშვილი
|
|
რაიონი
|
ამბროლაური
|
|
სკოლა
|
ჭრებალო
|
|
ქალაქი
|
||
თემის
მონახაზი
|
||
თემის დასახელება
|
||
,,კაი ბიჭია“ ,,კაი ყმა“?!
|
||
თემის შინაარსი
|
||
ქართველებისთვის ვაჟკაცობა და კარგი
ყმობა დასაბამიდან მნიშვნელოვან ფასეულობას წარმოადგენდა. ამის საფუძველი
შეიძლება ისიც იყოს, რომ ქართველებს ერთადერთი მითოლოგიური გმირი ამირანი გვყავს. მაგრამ ვინ იყვნენ
განსაკუთრებული ძალებით დაჯილდოებული ეს ადამიანები? მოსწავლეები მოიძიებენ
ინფორმაციას ქართველი გმირების შესახებ და ადარებენ მათ თანამედროვე ,,კაი
ბიჭებს“. ისინი მსჯელობენ შეკითხვაზე ,,ვინ არის კაი ყმა?“ აანალიზებენ, როგორ
იცვლება გმირის განსაზღვრება დროში და სხვადასხვა კულტურაში. შემდეგ შეარჩევენ თანამედროვეობის
გმირს და დაწერენ ესეს მის შესახებ.
ესეები დაიწერება ციფრული წიგნების სახით, რომელიც შესაძლოა გაუზიარონ უმცროსი
ასაკის მოსწავლეებს, ან გამოიყენონ უფროსი ასაკის მოქალაქეებმა სამსახურეობრივი
სწავლების პროექტისთვის.
|
||
საგანი
|
||
ქართული ენა და
ლიტერატურა.
|
||
დონე/კლასი
|
||
X კლასი
|
||
განხორციელების დროის ჩარჩო
|
||
3 კვირა
|
||
თემის საფუძვლები
|
||
შინაარსობრიი სტანდარტები და ინდიკატორები- ქართული x.1(1.2.3.4)
1.დისკუსიის დროს წარმოადგენს
საკუთარ ან ჯგუფურ პოზიციას
2.მკაფიოდ და გასაგებად
აყალიბებს აზრს
3.მსჯელობს
არგუმენტირებულად,გამოაქვს ადეკვატური დასკვნა
4.იყენებს ფაქტებს და ციტატებს
საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად
ქართული x.11(1.2)
1.წერის დაწყებამდე აზუსტებს
მიზანს და აუდიტორიას.
2.ირჩევს მიზნისა და
აუდიტორიის შესაფერის სტილს
მოსწავლეების
ამოცანები/სწავლის შედეგები
x.1.მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება
საკლასო და სასკოლო დისკუსიებში
2.მოსწავლეს
შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და
შეფასება
3.მოსწავლეს შეუძლია
კითხვის მიზნის შესაბამისი
სტრატეგიების გამოყენება
4.მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექსტის
შექმნა.
|
||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
||
ზოგადი კითხვა
|
1.ვინ არის „კაი ყმა“? ვის
უწოდებთ დღეს ,,კაი ბიჭს“?
|
|
თემატური კითხვები
|
1.რა
მნიშვნელობა ჰქონდა „კაი ყმობას“ წარსულში?
2.რა
მნიშვნელობა აქვს „კაი ბიჭობას“ თანამედროვე ცხოვრებაში?
|
|
შინაარსობრივი კითხვები
|
1.ვინ იყვნენ
„კაი ყმები“ და როგორია მათი ისტორიები?
2.ვინ არიან
„კაი ბიჭები“ და რა თვისებების მატარებლები არიან ისინი?
3.რა საერთო და
განმასხვავებელი თვისებები აქვთ მათ?
|
|
შეფასების გეგმა
|
|||||||||||||||||||||||||
პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე მოსწავლეები აწარმოებენ დღიურს, არაფორმალურ და სასწავლო პროცესის განმსაზღვრელ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად. ამასთანავე, შეკითხვების დასმა მთელი პროექტის მანძილზე დისკუსიების წარმართვას, სწავლის პროცესის მონიტორინგს და აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების განვითარებას უზრუნველყოფს.
პროექტის საწყის ეტაპზე, ვენის დიაგრამის გამოყენებით, შეფასდება მოსწავლეების წინარე
ცოდნა. მოსწავლეები გამოიყენებენ თვითშეფასების ფორმებს მიზნების ფორმულირებისთვის და არგუმენტირებული ესეს
გასაანალიზებლად. პროექტის რუბრიკა აქტიურად გამოიყენება მოსწავლეების და მასწავლებლის მიერ მუშაობის პროცესში მითითებების მისაცემად და
ნაშრომების შესაფასებლად. მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის განხილვები შუალედურ ეტაპზე მოსწავლის ნაშრომის შეფასების და საბოლოო პროდუქტის რედაქტირებისთვის გამოიყენება. მოსწავლეები, რომლებიც ვიკის ვებგვერდს შექმნიან, შესაბამისი რუბრიკით სარგებლობენ სამუშაო პროცესის მონიტორინგისთვის. თითოეული საკითხის დასრულების შემდეგ შესაბამისი დრო დაეთმობა მოსწავლეების მიერ მოძიებულ
მასალას და ,,კაი ყმის“ დროში მოგზაურობის ანალიზს. ასევე, განიხილება, თუ რა სახის კავშირს ხედავს მოსწავლე კარგ ყმასა და კარგ ბიჭს შორის.
|
|||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
|||||||||||||||||||||||||
აღწერეთ შეფასების
ფორმები, რომელსაც კლასში მოსწავლეებთან
მუშაობისას იყენებთ საჭიროებების განსაზღვრის, მიზნების დასახვის,
პროგრესის მონიტორინგის, უკუკავშირის უზრუნველყოფის, კრიტიკული აზროვნების და
პროცესების შეფასების, სასწავლო პროცესის ანალიზისთვის, სასწავლო ციკლის
სხვადასხვა ეტაპზე. მოცემული შესაძლოა მოიცავდეს გრაფიკულ დამგეგმავებს (ორგანაიზერებს),
ინსტრუქციებს წერითი სამუშაოსთვის, პრაქტიკული მუშაობის ჩანაწერებს, ჩამონათვალებს,
გამოკითხვებსა და რუბრიკებს. ამასთანავე, აღწერდეს მოსწავლეების მიერ შექმნილი
პროდუქტების აღწერას, პრეზენტაციებს, წერილობით დოკუმენტებს, ან ეტაპობრივ
შეფასებებს, რომელთაც განახორციელებთ სასწავლო პროცესში. სასწავლო პროცედურების
გრაფაში განმარტეთ, ვინ იყენებს შეფასებებს, როგორ გამოყენება შედეგები და სად
ხორციელდება.
|
|||||||||||||||||||||||||
სხვა
საკითხები
|
|||||||||||||||||||||||||
საბაზისო
უნარ-ჩვევები
|
|||||||||||||||||||||||||
• კვლევა-ძიებისა და ანალიზის
უნარი
• Word-ში მუშაობა
• კომუნიკაციის უნარი
• ინტერნეტით სარგებლობის საბაზისო
უნარ-ჩვევები
• ელექტრონული წყაროს მითითება
|
|||||||||||||||||||||||||
სასწავლო
პროცედურები
|
|||||||||||||||||||||||||
გამოწვევის მიზნით გამოვიყენებ ვენის დიაგრამას. კლასს გავყოფ ორ ჯგუფად .პირველ ჯგუფს დავავალებ მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში, ისტორიულ წყაროებში ან უფროსებთან
იმ პირებზე,რომლებსაც ჩვენი მამა-პაპები „კაი ყმებს“ უწოდებდნენ . მეორე ჯგუფს დავავალებ თანატოლების
გამოკითხვის საფუძველზე შექმნან „კაი ბიჭის“ პორტრეტი.ჯგუფები გააკეთებენ
პრეზენტაციას ,იმსჯელებენ მოძიებული პირების თვისებებზე.შეადარებენ ერთმანეთს
და გააკეთებენ ანალიზს
პირველი კვირა -კარგი ყმა
ისტორიულ წარსულში
პროექტის თემის გასაცნობად, მოსწავლეებს დავუსვამ ზოგად შეკითხვას, ,,ვინ არის კარგი ყმა?“. მოსწავლეები თავიანთ მოსაზრებებს დღიურში ჩაინიშნავენ. შემდეგ მთელ ჯგუფში გამართავენ დისკუსიას მოცემულ შეკითხვაზე და მოიყვანენ მათთვის ნაცნობი, ან ლიტერატურაში არსებული გმირების მაგალითებს. ფლიპჩარტზე ჩამოწერენ ყველა განსაზღვრებას. განუმარტავ მოსწავლეებს, რომ პროექტის ფარგლებში გაეცნონ წარსულის ,,კაი ყმებს“ და
თანამედროვე ,,კაი ბიჭების“ ისტორიებს. წარსული და აწმყოს გმირების ისტორიების წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები დაუბრუნდებიან საწყის ეტაპზე ფორმულირებულ განსაზღვრებებს და შეასწორებენ მათ. მოკლედ განიხილავენ სხვადასხვა სახის ტრადიციული ნაწარმოებებს - მითები, პროზა,პოეზია და ოჯახური ისტორიები.უზრუნველვყოფ ნაწარმოებების მოსწავლეების ასაკობრივი ჯგუფთან და კითხვის უნარ-ჩვევებთან შესაბამისობას,
აღნიშნული მოიცავს ქართულ
სარაინდო ლიტერატურას, გავანაწილებ მოსწავლეებს პატარა ჯგუფებში ვენის დიაგრამაზე სამუშაოდ. წინასწარ განვსაზღვრავ ჯგუფის მიერ წასაკითხი მასალის რაოდენობას. თუ მოცემულ აქტივობას რამდენიმე დღეს დავუთმობ, ჯგუფმა შესაძლოა ერთზე მეტი ისტორია წაიკითხოს. ვთხოვ მოსწავლეებს შეადგინონ ცხრილი, რომელშიც შეიტანენ პერსონაჟის სახელს და მის გმირულ მახასიათებლებს. შესაძლებლობას მივცემ მოსწავლეებს გადაანაწილონ როლები ჯგუფური მუშაობისას. კერძოდ, შეარჩიონ შენიშვნების ჩამწერი (აწარმოებს პერსონაჟის მახასი ათებელი ნიშნების ცხრილს), მთხრობელი (შეაჯამებს და გაუზიარებს ყველა მოსწავლეს წაკითხულ ისტორიას) და წარმომდგენი (წარუდგენს შედგენილ ცხრილს მთელ ჯგუფს). მოსწავლეების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, ჯგუფის წევრები რიგითობის მიხედვით წაიკითხავენ ან თითოეული მოსწავლე დამოუკიდებლად გაეცნობა ისტორიას, შემდგომ კი, გაიმართება ჯგუფური დისკუსია.
თითოეული ჯგუფის პრეზენტაციის შემდეგ მთხრობელს ვთხოვე, შეაჯამოს ისტორია და წარმომდგენმა განმარტოს, ვინ არის მოცემულ ნაწარმოებში კარგი ყმა და რა თვისებებით ხასიათდება იგი. ფლიპჩარტზე დავწერ კარგი ყმის სახელს და ჩავინიშნავ მისთვს დამახასიათებელ ნიშნებს. პროექტის განხორციელების შემდეგ ეტაპებზე მოცემულ ფლიპჩარტს თვალსაჩინო ადგილას განვათავსებ
მეორე კვირა
-თანამედროვეობის ,,კაი ბიჭები“
დავსვამ შეკითხვას: ვინ
არიან ,, კაი ბიჭები?“ ,,რა ადგილი
უჭირავთ მათ თანამედროვე
ცხოვრებაში?“
განვუმარტავ მოსწავლეებს, რომ თანამედროვეობის ,,კაი ბიჭები“ ყოველთვის მისაბაძ პერსონაჟებს არ წარმოადგენენ . მივუთითებ მოსწავლეებს, ჟურნალში ჩაწერონ მოსაზრებები შემდეგ შეკითხვაზე: ,,ვინ არიან კარგი
ბიჭები?“და,,რა ადგილი
უჭირავთ მათ თანამედროვე ცხოვრებაში?“ მოსწავლეებს ვთხოვ იდეები წყვილში გაუზიარონ ერთმანეთს. ჯგუფებში მოსწავლეები გაეცნობიან თანამედროვეობის მინიმუმ სამ გმირს და თავიანთ მოსაზრებებს დღიურში ჩაინიშნავენ. შემდეგ მთელ ჯგუფში გამართავენ დისკუსიას მოცემულ შეკითხვაზე და მოიყვანენ მათთვის ნაცნობი კარგი ბიჭების მაგალითებს. ფლიპჩარტზე ჩამოწერენ ყველა განსაზღვრებას. განუმარტავ მოსწავლეებს, რომ პროექტის ფარგლებში გაეცნონ თანამედროვე ,,კაი ბიჭების“ცხოვრებას, პარალელურად შეადგინონ ცხრილი, რომელშიც შეიტანენ პერსონაჟის სახელს და მის გმირულ მახასიათებლებს. შესაძლებლობას მივცემ
მოსწავლეებს გადაანაწილონ როლები ჯგუფური მუშაობისას. კერძოდ, შეარჩიონ შენიშვნების ჩამწერი (აწარმოებს პერსონაჟის მახასი ათებელი ნიშნების ცხრილს), მთხრობელი (შეაჯამებს და გაუზიარებს ყველა მოსწავლეს წაკითხულ ისტორიას) და წარმომდგენი (წარუდგენს შედგენილ ცხრილს მთელ ჯგუფს). მოსწავლეების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, ჯგუფის წევრები რიგითობის მიხედვით წაიკითხავენ ან თითოეული მოსწავლე დამოუკიდებლად გაეცნობა ისტორიას, შემდგომ კი, გაიმართება ჯგუფური დისკუსია.თითოეული ჯგუფის პრეზენტაციის შემდეგ მთხრობელს ვთხოვ, შეაჯამოს მოსაზრება და წარმომდგენმა განმარტოს, ვინ არის ტანამედროვეობის კარგი ყმა და რა თვისებებით ხასიათდება იგი. ფლიპჩარტზე დავწერ და ჩავინიშნავ მისთვს დამახასიათებელ ნიშნებს. პროექტის განხორციელების შემდეგ ეტაპებზე მოცემულ ფლიპჩარტს თვალსაჩინო ადგილას განვათავსებ.
მესამე კვირა --წარსულის-,,კაი ყმები“ და თანამედროვეობის
,,კაი ბიჭები“
კვირის დასაწყისი
ჯგუფი გაავლებს პარალელებს წარსულის კარგ ყმებსა
და
თანამედროვე
კარგ ბიჭებს შორის.
აგრეთვე მათ მიერ ფორმულირებულ განსაზღვრებებს შორის, სადაც შემდეგ შეიტანს შესაბამის შესწორებებს. განიხილავს, რა ცვლილებები განიცადა ,,კაი ყმის“ ცნებამ დროში და სხვადასხვა კულტურაში. გადავხედავ და განვიხილავ წარმოდგენილი გმირების ტიპებს.
. ჩამონათვალი შესაძლოა, ცნობილ ადამიანებსაც აერთიანებდეს. გავმართავ დისკუსიას ,,კაი
ყმასა“ და ,, კაი ბიჭს“ შორის არსებულ განსხვავებებზე და როგორ შეიძლება პიროვნება
კარგ ყმად
გარდაიქმნას. მოსწავლეებს ვთხოვ, მთელ ჯგუფს გაუზიარონ დღიურის ბოლო ჩანაწერები. მოსწავლეები დაასახელებენ თავიანთ რჩეულებს და შეადარებენ ჯგუფის მიერ ჩამოთვლილი პირების მახასიათებლებს. შემდეგ გააკეთებენ ახალ ჩანაწერებს დღიურში.. განვიხილავთ რა განსხვავებები არსებობს ,,კაი ყმებსა“
და თანამედროვე ,,კაი
ბიჭებს“ შორის და ვთხოვ მოსწავლეებს
დაწერონ ესე სათაურით
,,კაი ბიჭია“ ,,კაი ყმა“? გმირი შესაძლოა თანამედროვეობიდან, ან წარსულიდან იყოს. განვუმარტავ მოსწავლეებს, რომ წერის დროს გაითვალისწინონ:
• ის თვისებები, რომელიც პერსონაჟს კარგ ყმად აქცევს;
• როგორ შეიცვალა
დროში ,,კაი ყმის“ თვისებები;
• რა უზრუნველყოფს პერსონაჟის გმირულ ქმედებებს;
• რა განაპირობებს მის კარგ ყმად აღქმას. სირთულეების გადაჭრა მოუხდა გმირს?
• როგორ გაუმკლავდა გმირი სირთულეებს?
• როგორ შეცვალა გმირობამ პერსონაჟის ცხოვრება?
თუ მოსწავლეები მითის პერსონაჟ გმირს პირადი ცხოვრებიდან შეარჩევენ, განუმარტეთ, რომ საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად, უცილებელია ინტერვიუს ჩატარება. აჩვენეთ მოსწავლეებს, როგორ გამოიყენონ ნამდვილი გმირების გზამკვლევი თავიანთ სამუშაო დღიურებში მოძიებული ინფორმაციის გადატანისას.
მესამე კვირა
მითის ანალიზი
აქტივობა დაიწყეთ პროექტის ძირითადი შეკითხვით: ,,როგორ იწერება მითი?“. მოსწავლეებს განუმარტეთ, რომ მითის დასაწერად საჭიროა მისი სტრუქტურის ცოდნა. შეარჩიეთ ერთერთი მოსწავლის მიერ წაკითხული მითი და ჯგუფში მითების ცხრილის საშუალებით დაყავით ტექსტი შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებად. მოსწავლეებს სთხოვეთ, საკუთარ დღიურებში ჩაინიშნონ შემდეგი საკითხები:
• როგორ არის მთავარი პერსონაჟი წარმოდგენილი;
• როგორ იშლება სიტუაცია;
• მთავარი გამოწვევის აღწერა;
• მოცემული გამოწვევის გადაჭრა;
• მიღებული შედეგი.
გაანალიზებინეთ მოსწავლეებს მითები, წიგნის ,,გმირის მოგზაურობა: გზამკვლევი ლიტერატურასა და ცხოვრებაში“ (ავტორები: რეგ ჰარისი და სუზან ტომსონი) ჩარჩოს მიხედვით. აუხსენით, რომ ,,გმირის მოგზაურობა“ განსაზღვრავს მითის სტრუქტურულ ჩარჩოს და სამ ძირითად ეტაპს ითვალისწინებს:
• პირველი ეტაპი: პერსონაჟი ტოვებს მისთვის ცნობილ, მშობლიურ სამყაროს;
• მეორე ეტაპი: პერსონაჟი ინიცირების და ტრანსფორმაციის პროცესშია. მისი აზროვნების და ქცევის პირვანდელი ფორმები იცვლება და ნადგურდება. პერსონაჟი თვით-შემეცნების, უნარ-ჩვევების ფლობის და თავისუფლების ახალ დონეზე გადადის;
• მესამე ეტაპი: სხვადასხვა განსაცდელის დამარცხების შემდეგ პერსონაჟი ნაცნობ სამყაროში ბრუნდება, შედარებით ძლიერი და თვითდაჯერებული. ადგილობრივი საზოგადოება მას გმირად აღიქვამს.
მითის სტრუქტურულ ერთეულებად დაყოფის შემდეგ, განიხილეთ მითის საერთო მახასიათებელი ნიშნები. მაგალითად, როგორ გვევლინებიან ღმერთები და ქალღმერთები ღვთაებრივი ძალებით, მაგრამ მათ ადამიანური ემოციები გააჩნიათ. აღნიშნეთ, რომ მითებში ხშირია მაგიური ელემენტების გამოყენება, მაგალითად, პერსონაჟების სახეცვლილება, გადაქცევა.
დამატებითი სავარჯიშოს სახით, მოსწავლეებს სთხოვეთ, იმავე ჯგუფებში გაარჩიონ სხვა მითი მეტი გამოცდილების მისაღებად.
თანამედროვე მითის შექმნა
მითის დაწერის მეთოდოლოგიის გაცნობის შემდეგ, მოსწავლეებს განუმარტეთ შერჩეული პერსონაჟის შესახებ მითის დაწერის პროცესი. ისინი იხელმძღვანელებენ ,,გმირის მოგზაურობის“ სტრუქტურული ჩარჩოთი და გაითვალისწინებენ მითიური ნაწარმოებების მახასიათებელ ნიშნებს. რესურსის სახით, მოსწავლეებს შეუძლიათ, ისარგებლონ Mythography* ბმულით, ბერძნული ღმერთების და ქალღმერთების აღწერილობების და მათი მახასიათებელი ნიშნების მოსაძიებლად. განუმარტეთ მოსწავლეებს, რომ ისინი ციფრული წიგნის ფორმატში შექმნიან მითებს, რომელიც გრაფიკულ გამოსახულებებს და ანიმაციებს მოიცავს. გააცანით ნიმუშები. მიეცით შესაძლებლობა შეარჩიონ სამიზნე აუდიტორია მოსწავლეების, ოჯახის, ან უფროსი ასაკის მოქალაქეების სახით.
მითზე მუშაობის დაწყებამდე, მოსწავლეებს სთხოვეთ თვითშეფასების ფორმაში შეავსონ მიზნების გრაფა. მიზნების ფორმულირებისას ჯგუფს მიუთითეთ, რომ ჩანაწერების ბარათები და მითის დაგეგმვის გზამკვლევი გამოიყენონ წერითი სამუშაოს მოსამზადებელ ეტაპზე. აჩვენეთ როგორ ისარგებლონ მოცემული მასალით მითის დაგეგმვის ნიმუშის საფუძველზე. ჯგუფში ერთობლივი მუშაობის შედეგად შეადგინეთ რუბრიკა. გამოიყენეთ პროექტის რუბრიკის ნიმუში თვალსაჩინოებისთვის. განმარტეთ დავალების სხვადასხვა ასპექტები და წარმოადგინეთ მაგალითები. დაეხმარეთ მოსწავლეებს, რუბრიკისთვის ხარისხობრივი ინდიკატორების განსაზღვრაში და მოახდინეთ სამუშაოს ეტაპების/დონეების მიხედვით მათი დიფერენციაცია. ისარგებლეთ მითის ფაქტების დაფით და მოსწავლეებს დაეხმარეთ მათ მიერ შესწავლილი მითის შედგენის ჩარჩოს მიხედვით დაწერონ ახალი მითი. გააცანით ჯგუფს მითის ფაქტების დაფის ნიმუში, შემდეგ განიხილეთ და დაამატეთ შესაბამისი კრიტერიუმი პროექტის რუბრიკას.
ყურადღება გაამახვილეთ, მოსწავლეების მიერ პროექტის რუბრიკის გამოყენებაზე ციფრული წიგნების შექმნის პროცესში. როდესაც მოსწავლეები დაასრულებენ მითების სამუშაო ვარიანტებს, სთხოვეთ, შეავსონ თვითშეფასების ფორმა შესრულებული სამუშაოს შესახებ და მოემზადონ წერით ჯგუფებში შეხვედრისთვის. მოსწავლეებს მიეცით შესაძლებლობა, თანატოლთა განხილვების დახმარებით დაწერონ მითები, განიხილონ და შეასწორონ ციფრულ ფორმატში გადატანამდე. ჩაატარეთ ინდივიდუალური შეხვედრა თითოეულ მოსწავლესთან უკუკავშირის და რეკომენდაციების უზრუნველსაყოფად წიგნის საბოლოო ვარიანტის შექმნამდე. შეგიძლიათ, მაგალითად გამოიყენოთ მითის ნიმუში.
სამუშაოს დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს სთხოვეთ, ერთმანეთს გაუზიარონ მითები და რუბრიკების საშუალებით შეასრულონ თვითშეფასება.
შენი მოგზაურობის აღმოჩენა
განიხილეთ, როგორ არის წარმოდგენილი გმირის მოგზაურობა სხვადასხვა წიგნში, სატელევიზიო გადაცემებში და ფილმებში. დაეხმარეთ მოსწავლეებს, რომლებსაც აინტერესებთ თანამედროვე მოზარდების ცხოვრებაში გმირების როლის შესახებ wiki-ს ვებგვერდის შექმნა. მიუთითეთ ვიკის რუბრიკაზე, რაც მუშაობის წარმართვაში დაეხმარებათ.
დასკვნითი საანალიზო აქტივობის სახით, მოსწავლეებს სთხოვეთ, გაიხსენონ, როდის მოუწიათ გმირის გზის გავლა ცხოვრებაში. განუმარტეთ, რომ მნიშვნელოვანია, აღიდგინონ ის სირთულე, ან გამოწვევა, რომლის გადალახვაც მოუხდათ. მაგალითად, ისეთი ცხოვრებისეული მომენტები, როგორიცაა ახალ სკოლაში გადასვლა, ახალ სპორტულ გუნდში გაწევრიანება, ახალი მეგობრის შეძენა და სხვა. თუ მოცემული სავარჯიშო რთული აღმოჩნდა, მოსწავლეები წაახალისეთ, დაწერონ მეგობრის, ან თავისი ოჯახის წევრის მიერ გავლილი გზის შესახებ.
შემაჯამებელი დავალების სახით მოსწავლეებს სთხოვეთ, სამუშაო დღიურში დაწერონ, მათი გმირის მოგზაურობის შესახებ. სავარჯიშოს შესრულებისას, მიუთითეთ, პასუხი გასცენ შეკითხვას ,,ვინ არის გმირი?“ და როგორ შეიცვალა მათი აღქმა პროექტში მონაწილეობის შედეგად. მოსწავლეები წაახალისეთ, შეაფასონ თავიანთი ზრდა და აღმოჩენები სამუშაო დღიურებიდან. აღნიშნული აქტივობა საშინაო დავალების სახით შეიძლება შესრულდეს.
|
დიფერენცირებული სწავლება
|
||
სპეციალური
საჭიროებები
|
·
შევარჩევ მოსწავლეების კითხვის უნარ-ჩვევის შესაბამის სტრატეგიებს
·
წინასწარ განვსაზღვრავ საკითხავ და საძიებო მასალებს.
|
|
არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის
მშობლიური)
|
მოსწავლეებს მივცემ შესაძლებლობას, მოიძიონ ინფორმაცია და
წაიკითხონ მშობლიურ ენაზე.
|
|
მაღალი აკადემიური
მოსწრების მოსწავლეები
|
მოსწავლეს ვსთხოვ დაწეროს ნაშრომი
გმირების შედარების საფუძველზე და განავითარონ სიუჟეტი.
|
|
სასწავლო თემისთვის
საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო
ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
|
||
ფოტოკამერა
კომპიუტერი
(ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო
აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
|
||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
შეგიძლიათ იხილოთ ბიბლიოგრაფიის ჩანართში
|
ინვენტარი/მასალები
|
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ
და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური
მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
|
ინტერნეტრესურსები
|
იხილეთ საავტორო უფლებების
ჩანართში
|
სხვა რესურსები
|
საველე ვიზიტები,
ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან,
ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.
|